ხალხური მედიცინის საუნჯიდან
07-04-2014
ხალხური მედიცინის საუნჯიდან
თუ კუჭის არეში ტკივილს, სპაზმებს ან სიმძიმის შეგრძნებას, მადის დაქვეითებას, ბოყინს და გულძმარვას უჩივით: აიღეთ გვირილისა და ფარსმანდუკის ყვავილები თანაბარი რაოდენობით. ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით 500-600 მლ მდუღარე წყალი. ერთი საათის შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით თბილი ნაყენი დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

კუჭის ტკივილის მოსახსნელად მეტად ეფექტურია კოთხუჯის ფესვი. კოთხუჯის ღვინის მოსამზადებლად აიღეთ 100 გრამი ახალამოღებული ფესვი, კარგად გარეცხეთ, წვრილად დააქუცმაცეთ და დაასხით 1 ლიტრი ნატურალური თეთრი ღვინო. მჭიდროდ
დაახურეთ თავზე და ოთახის ტემპერატურაზე, სიბნელეში, 14 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ჭამამდე 30 წუთით ადრე ყლუპობით მიირთვით. დღეში დაახლოებით 10-12 ყლუპი უნდა დალიოთ.
კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ კარგია ევკალიპტის ფოთოლი. 20 გრამს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი გაცივების შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 6-ჯერ
50 მლ 15-20 წუთით ადრე.

კუჭის ტკივილებისა და სპაზმების მოსახსნელად და მადის გასაძლიერებლად, აიღეთ 2-3 ჩაის კოვზი ქორფა ან ხმელი რეჰანის ფოთოლი, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გადაწურეთ და მიირთვით 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით