ახალგაზრდობის ელექსირი - კვირის პალიტრა

ახალგაზრდობის ელექსირი

სანამ მეცნიერები მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლოს ეძებენ, გვირჩევენ ხელი მივყოთ სპორტს. მნიშვნელობა არა აქვს, ეს იქნება ცეკვა, ვარჯიში დარბაზში, სირბილი თუ ცურვა, ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობა დადებითად მოქმედებს გარეგნობაზე. რაც მთავარია, სპორტი ორგანიზმში ზრდის კარგ გუნება-განწყობილებაზე პასუხისმგებელი ჰორმონების - ენდორფინების რაოდენობას.

სირბილი საუკეთესო ანტიდეპრესანტია, ყოველი ნაბიჯის შემდეგ ნეგატიური ემოციები უთმობენ პოზიციას კარგ გუნება-განწყობილებას. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ რეგულარული გარბენები და ფეხით გასეირნება 50%-ით ამცირებს გულის დაავადებების რისკს.

ცეკვა - ფიზიკური დატვირთვის ერთ-ერთი სასიამოვნო სახეა. მნიშვნელობა არა აქვს, სად ივლით, კლუბში, თუ შინ იცეკვებთ მუსიკის თანხლებით, გაიუმჯობესებთ გუნება-განწყობილებას და დაგავიწყდებათ უსიამოვნო განცდები, ყველაფერი ეს კი აისახება თქვენს სახეზე.

თუ გარკვეული მიზეზების გამო აქტიური ფიზიკური დატვირთვა თქვენთვის არ შეიძლება, არ დაღონდეთ, შეგიძლიათ იცურაოთ, ამ დროს მუშაობს სხეულის თითქმის ყველა კუნთი, ამასთან, სახსრები და ხერხემალი განიცდის მინიმალურ დატვირთვას, უნდა იცურაოთ რეგულარულად, არანაკლებ კვირაში 2-ჯერ. გარდა იმისა, რომ ცურვა ახალგაზრდობის ელექსირია, ეხმარება ადამიანს ფსიქოლოგიურ ასპექტში - მოდუნდეს და შეინარჩუნოს მხნეობა...