იცით თუ არა, რომ.... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ....

ჩვენს ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს ნუშისებრი ჯირკვლები.  ნუშისებრი ჯირკვლების მწვავე ანთების დროს იწყება ანგინა, თუ პროცესი დიდხანს გრძელდება, ე.ი. განვითარდა ქრონიკული ტონზილიტი. ამ დროს ნუშისებრი ჯირკვლები არა მარტო წყვეტენ მუშაობას, როგორც იმუნური ორგანოები, არამედ თავად გადაიქცევიან ინფექციის წყაროდ. ტონზილიტის არასწორმა მკურნალობამ შეიძლება დააავადოს ფილტვები, სახსრები, გული და თირკმლები.

ეს რომ არ მოხდეს, გირჩევთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და დაიცავით მისი ყოველი რეკომენდაცია.

ქიმიური სუბსტანცია, რომელიც წითელ წიწაკას სიმწარეს აძლევს, იცავს კუჭის კედლებს ჰერიკობაქტერია პილორი ბაქტერიებისგან. სწორედ ეს ბაქტერიები იწვევენ კუჭის წყლულს, გასტრიტსა და კიბოსაც კი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნივთიერება კაფსაცინი, რომელსაც წიწაკა შეიცავს, ხელს უშლის ამ ბაქტერიებს, დააზიანოს კუჭის კედლები.

მეცნიერების აზრით, ხანდაზმულ ასაკში მეხსიერების შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ყოველდღე კაკაოს სმა. მის სასარგებლო თვისებებს განაპირობებს ფენოლური ნაერთების - ფლავონოლების შემცველობა, რომლებსაც შეიცავს ასევე ჩაი, ყურძენი, წითელი ღვინო და ვაშლი. ეს ნაერთები აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, სისხლის მიმოქცევას და იცავს ტვინის უჯრედებს.

მეცნიერებმა კოგნიტური დარღვევების მქონე ხანდაზმულთა ჯგუფი სამად გაყვეს. ერთ ჯგუფს აძლევდნენ 990 მგ კაკაოს, მეორეს - 520 მგ-ს, მესამეს - 45 მგ-ს. პარალელურად აკვირდებოდნენ, უტარებდნენ ტესტებს. მეხსიერების, რეაქციისა და კოგნიტური შესაძლებლობების შესაფასებლად 8 კვირის შემდეგ პირველმა და მეორე ჯგუფმა ამ ტესტების მიხედვით მაღალი შედეგები აჩვენა, იმავდროულად დაუქვეითდათ არტერიული წნევა, გაუუმჯობესდათ ინსულინისადმი მგრძნობელობა, ხოლო თავის ტვინის მუშაობა - 40%-ით.