წყალი - სიცოცხლის ელექსირი - კვირის პალიტრა

წყალი - სიცოცხლის ელექსირი

ვიცით, რომ წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელია, ადამიანის ორგანიზმის 80% წყლისაგან შედგება, რომ სპეციალისტების რჩევით, დღეში უნდა მივიღოთ მინიმუმ 1,5 ლ სითხე.

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ წყურვილი იწვევს გაღიზიანებას, უგუნებობას, თავის ტკივილს, სრულიად საკმარისია მიიღოთ 1 ჭიქა წყალი, რომ 15-20 წუთის შემდეგ ყველაფერი გაივლის. გაუწყლოების შედეგია მოთენთილობა, ყურადღების მოდუნება, უძილობა და დეპრესიაც კი, მშრალი კანი და მტვრევადი ფრჩხილები. დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს, მისი უკმარისობა კი აფერხებს ამ პროცესს და ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას, ბედნიერების ჰორმონების - ენდორფინების გამომუშავებას. წყალსატევებთან დასვენება, მნიშვნელობა არა აქვს, ეს ნაკადული იქნება, თუ ოკეანე ადამიანს ამშვიდებს, აგრძნობინებს სამკურნალო ძალას.

წყლის თერაპია - აკვარელაქსი (მაგალითად, ჰიდრომასაჟი ან კონტრასტული შხაპი) სტრესისა და დაძაბულობის მოხსნის უმარტივესი ხერხია. უკეთესია კონტრასტული შხაპის მიღება დილით. ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობა აჩქარებს სისხლის მოძრაობას, რისი წყალობითაც კანი მკვრივდება და ორგანიზმიდან გამოიდევნება წიდები და ტოქსინები. ასეთი პროცედურის შემდეგ ადამიანი მხნევდება და ხალისდება.

საღამოს კი უმჯობესია ჰიდრომასაჟი ან ზღვის მარილის აბაზანა - მოგეხსნებათ დაძაბულობა, დაღლილობა და იგრძნობთ სიმსუბუქეს.

თუ არ გიყვართ უბრალო წყლის სმა, შეჭამეთ ვაშლი, მარწყვი, ალუბალი, მწვანილი, (ოხრახუში, ნიახური, ბოლოკი), რომლებიც არა მარტო გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობილებას, არამედ აღდგება ორგანიზმში წყლის ბალანსი. დამტკიცებულია, რომ ყველაზე მეტ სითხეს შეიცავს კენკრა, ხილი და მწვანე ბოსტნეული - 100გ პროდუქტზე მოდის 90% წყალი, კარტოფილზე - 75%, ხორცსა და თევზზე - 60-70%.