ვიტამინები და სეზონური დაავადებები
28-04-2014
ვიტამინები და სეზონური დაავადებები
კანის სიმშრალე ხელებზე, იდაყვებზე, ქუსლებზე, ხშირი გაცივება, მიანიშნებს ორგანიზმში A ვიტამინის (რეტინოლის) დეფიციტს. ეს ვიტამინი ააქტიურებს ნაწლავების, ფილტვებისა და სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის დამცველ ფუნქციას, მონაწილეობს ცხიმოვან და ცილოვან ცვლაში, ამცირებს ინფექციის რისკს, A ვიტამინი ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, კანს მატებს სიმკვრივეს, ელასტიკურობას და ხელს უშლის მის დაბერებას, აუმჯობესებს მხედველობას.

ამ ვიტამინს შეიცავს წითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული: პამიდორი, გოგრა, სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, გრეიპფრუტი, მარწყვი, ჟოლო, შტოში, ქაცვი. მცირე
რაოდენობით შეიცავს ღვიძლი, რძის პროდუქტი და კვერცხის გული.

A ვიტამინის (რეტინოლის) დღეღამური ნორმაა - 1 მგ. გაგიუარესდათ გუნება-განწყობილება, გტანჯავთ უძილობა და უღონობა, ნიშნავს, რამ გაკლიათ B ჯგუფის ვიტამინები.
პირიდოქსინი (B6) აძლიერებს იმუნიტეტს, უჯრედებს ავსებს ენერგიით, აუმჯობესებს მეხსიერებასა და გონებრივ შესაძლებლობას.

B12 ვიტამინი პასუხს აგებს ცილის
სინთეზზე და მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში.
B9 (ფოლიუმის მჟავა) იცავს ნერვულ სისტემას, მატებს ორგანიზმს ტონუსს, ეწინააღმდეგება დეპრესიას, მისი ნაკლებობა იწვევს ანემიას.
B6 ვიტამინის წყაროა კაკალი, პარკოსნები, ზღვის თევზი, ქაცვი, ბანანი, ბროწეული.
ფოლიუმის მჟავას შეიცავს მწვანე ბოსტნეული - სალათა, კიტრი, კომბოსტო, მწვანილი, დალიეთ პიტნის, ჟოლოს, მოცხარის, ასკილისა და ცაცხვის ფოთლების ჩაი.
B12 ვიტამინით მდიდარია ცხოველური წარმოშობის პროდუქტი. დღეღამური ნორმაა: B6 - 2-4მგ, BB12 - 10მგ; B9 - 1მგ.

ხშირად ცივდებით? ე.ი. ორგანიზმი განიცდის ჩ ვიტამინის (ასკორბინის მჟავას) ნაკლებობას, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, აქტიურად ებრძვის დაბერების ხელისშემწყობ თავისუფალ რადიკალებს და უშუალო მონაწილეა ნივთიერებათა ცვლის პროცესში.
C ვიტამინის წყაროა ხილი და ბოსტნეული, ციტრუსები, ვაშლი, კივი, ანანასი, მანგო, მარწყვი, ქაცვი, ასკილი, მოცხარი, კომბოსტო (ბროკოლი, ყვავილოვანი), ბულგარული წიწაკა, ისპანახი, ნიორი, მჟაუნა, ოხრახუში და ღანძილი.

C ვიტამინის დღეღამური ნორმაა - 70-100 მგ.
სხვათა შორის, ბულგარული წიწაკა ჩ ვიტამინის შემცველობით ჩამორჩება მხოლოდ ასკილსა და შავ მოცხარს, ხოლო ბოსტნეულს შორის - "ჩემპიონია".
გარდა ამისა, წიწაკა შეიცავს იშვიათ P ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს C ვიტამინის ათვისებას, რაც აუცილებელია გულ-სისხლძარღვებისთვის.
ცნობისთვის: ვიტამინების მიღება არ ცვლის სრულფასოვან კვებას, ის მხოლოდ დანამატია.
nananani
28 აპრილი 2014 12:24
ჩვენი ეკონომიური სიდუხჭრის გამო ყველაფერი გვაკლია, მიკვირს გამჭვირვალე ორგანიზმები რომ არ გვაქვს!

რედაქტორის რჩევით