გაგვათბობს თაფლი, წიწაკა - კვირის პალიტრა

გაგვათბობს თაფლი, წიწაკა

სპეციალისტებს და დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ცივ ამინდში საჭიროა რაციონში ლორის, ბეკონის, ღვიძლის, ბოსტნეულის, ლობიოს, წიწიბურას, კარტოფილის, აჯიკის, წიწაკის და ნივრის, მწარე და ცხარე საკვების შეტანა.

თუ დილით 1 მწიკვ პილპილშერეულ თაფლს შეჭამთ, მთელი დღე სიცივე ვერაფერს დაგაკლებთ, საუზმეზე შვრიის ფაფა არგებს არა მარტო კუჭს, არამედ კანსაც, რადგან მას ზამთარში სიცივე ძალიან აშრობს. შვრია კი მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და  ბიოტინით (ჰ ვიტამინი), რომელიც პასუხს აგებს კანისა და თმის სილამაზეზე. სასიამოვნო გუნება-განწყობილებას შეგიქმნით მწარე შოკოლადი, ბანანი, ანტიდეპრესანტები - ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი...

ხოლო ცისტეინს, რომელიც ლორწოვანას გარსს იცავს ვირუსებისგან, შეიცავს თევზი, მარცვლეული, ყველი, ინდაურის ხორცი და, რაც მთავარია, გაცივების დროს ძალიან სასარგებლოა ქათმის ბულიონი, ჩ ვიტამინით მდიდარი კომბოსტოს მწნილი, ლიმონი, ასკილი, შტოში.

ლიზა