იცით თუ არა, რომ - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ

ლობიო მსოფლიო კულინარიაში პროდუქტებს შორის ფავორიტია. საკვებად გამოიყენება როგორც მწვანე, ასევე ნედლი და ხმელი ლობიო. მისგან ამზადებენ წვნიანს, სალათებს, გარნირს. ლობიოში 75% ცილებია, შემადგენლობით ძალიან ახლოსაა ხორცთან და თევზთან. შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს. ამიტომაც დიეტოლოგებს ლობიო შეტანილი აქვთ 10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტის რეიტინგში.

მსოფლიოში ლობიოს 200-მდე სახეობაა, რომლებიც ერთმანეთისგან ფერითა და გემოთი განსხვავდება. ლობიო შეიცავს მხედველობისათვის საჭირო კაროტინს, გულ-სისხლძარღვებისთვის  K  ვიტამინს, იმუნიტეტისთვის სასარგებლო ასკორბინის მჟავას, ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებით მდიდარია ანტიოქსიდანტებით წითელი ლობიო.

დელიკატური გემოს მქონე სატაცური უხვად შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ მარილებს და ბიოაქტიურ ნივთიერებებს. ფოლიუმის მჟავათი მდიდარი სატაცური ხელს უშლის ღვიძლის დაავადებას. ხოლო ამინომჟავა ასპარგანის წყალობით აქვეითებს წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, ააქტიურებს გულის კუნთების აქტივობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

სატაცურისგან შეიძლება მოამზადოთ: წვნიანები, სალათები, გარნირი, დესერტი და მარინადი.