ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

მეცნიერულად დადგენილია, რომ ხანდაზმულებს გაუარესებული აქვთ თავის ტვინში სისხლის მიწოდება, რაც ნეგატიურად აისახება მათ გონებრივ შესაძლებლობებზე. ასევე დაადგინეს, რომ თუ ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში მიირთმევენ ორ ფინჯან ცხელ შოკოლადს, მათი გონებრივი შესაძლებლობები ნორმას უბრუნდება.

ბრიგამის ქალთა ჰოსპიტლის თანამშრომლებმა გაარკვიეს, შოკოლადის რომელი კომპონენტი ახდენს პოზიტიურ ზეგავლენას აზროვნებაზე.

დამტკიცებულია, რომ ტვინი გაცილებით აქტიურად მუშაობს, თუ საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი და შაქარი მიეწოდება, შოკოლადი კი შაქრის მიწოდებას უზრუნველყოფს, ამასთან, ის მდიდარია ფლავანოლებით, რომლებიც კვებავენ ტვინს, ამცირებენ სისხლის წნევასა და ინსულტის ალბათობას.

ჰოსპიტლის თანამშრომლებმა შეკრიბეს 73 წლის 60 კაცი, გაყვეს ორ ჯგუფად. პირველს აძლევდნენ ფლავანოლებით მდიდარ ცხელ შოკოლადს, მეორეს იმავე სასმელს, მაგრამ - ფლავანოლების დაბალი შემცველობის.

შოკოლადმა დადებითად იმოქმედა მათზე, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ტვინში სისხლის მიწოდება, გაუუმჯობესდათ სისხლის მიმოქცევა, თავი გაართვეს ტესტს ინტელექტზე.