ფრთხილად ინფექციურ დაავადებებთან! - კვირის პალიტრა

ფრთხილად ინფექციურ დაავადებებთან!

უნდა გვახსოვდეს, რომ მოზრდილები საბავშვო დაავადებებს უფრო რთულად იტანენ, ნელა იკურნებიან და გართულებების რისკიც დიდია.

მაგალითად, ჩუტყვავილა ბავშვობაში უმტკივნეულოდ და იოლად მიმდინარეობს, უფროსებში - მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილით, სისუსტით, გადიდებულია ლიმფური კვანძები. ყველაზე საშიში გართულებებია - სახსრების და გულის ტკივილი, ვირუსული პნევმონია, მენინგიტი, ენცეფალიტი. თუ ბავშვობაში არა გაქვთ გადატანილი ჩუტყვავილა და ავადმყოფ ბავშვთან გიხდებათ კონტაქტი, თავის დასაზღვევად 72 საათის განმავლობაში უნდა აიცრათ.

უფროსების წითურით დაავადებას თან სდევს არა მარტო კანზე გამონაყარი, არამედ მაღალი ტემპერატურა ლიმფური კვანძების გადიდებით. განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმეებისთვის (პირველ ტრიმესტრში), ამიტომ, სანამ ქალბატონები დაგეგმავთ ფეხმძიმობას, ჩაიტარეთ გამოკვლევა წითურას ანტისხეულებზე. თუ გამოკვლევამ აჩვენა, რომ იმუნიტეტი არა გაქვთ, აიცერით, ერთი თვის შემდეგ შეამოწმეთ სისხლი ანტისხეულებზე, დადებითი პასუხის შემდეგ, შეგიძლიათ დაგეგმოთ ფეხმძიმობა. აცრასა და დაფეხმძიმებას შორის ინტერვალი 3 თვეა.

წითელა შეიძლება გადაედოს უფროსსაც, თუ ის ეკონტაქტება ავადმყოფ პატარას. წითელას ახასიათებს მუქი წითელი წვრილი გამონაყარი (ის ჩნდება ჯერ სახესა და კისერზე, შემდეგ სხეულზე, ხელებსა და ფეხებზე), მაღალი სიცხე, სურდო, კონიუნქტივიტი, ტრაქეიტი,M ბრონქიტი, სინუსიტი, ოტიტი, ენცეფალიტი. არსებობს წითელას ვაქცინაც.

ყბაყურას დროს უპირველესად ზიანდება ყურების უკან სანერწყვე ჯირკვლები, რის გამოც სახე და ყელი ძალიან სივდება - ჯერ ერთი მხარე, 1-2 დღის შემდეგ კი - მეორე.\ ყბაყურაც ხშირად მიმდინარეობს მაღალი სიცხით, შესიებული ჯირკვლების ტკივილით, ყბაყურა განსაკუთრებით საშიშია ახალგაზრდა მამაკაცებისთვის (შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების ანთება).