თვალები არა მარტო სულის სარკეა
09-06-2014
თვალები არა მარტო სულის სარკეა
ირიდოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბევრი დაავადება შეიძლება დადგინდეს, თუ ჩავხედავთ ადამიანს თვალებში... ირიდოდიაგნოსტიკის დროს თვალების ფერადი გარსის მიხედვით ვლინდება ორგანიზმის საერთო და ცალკეული ორგანოს მდგომარეობა. თვალის ფერადი გარსის შეფერილობა და შესახედაობა ინდივიდუალურია და ყალიბდება გენეტიკურად.

როგორც ექიმი-ირიდოლოგები ვარაუდობენ, ორგანიზმში რაიმე პათოლოგიის წარმოქმნა იწვევს ფერადი გარსის შეფერილობას და შესახედაობაში ცვლილებას.
სეანსის დროს ექიმი სწავლობს ფერადი გარსის ფერს, მის სტრუქტურას (სიმკვრივესა და ბოჭკოების მიმართულებას, სისხლძარღვების მდგომარეობას, აღწერს თვალების ზომასა და ფორმას, თვალების რეაქციას
სინათლეზე). შეგროვილი მასალის მიხედვით დგინდება დიაგნოზი.

როდესაც ფერადი გარსის ფერი არაერთგვაროვანია, ადგილი აქვს პათოლოგიებს. მუქი ფერის წინწკლები მიანიშნებს კუჭ-ნაწლავის ან ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემებზე, ფერად გარსზე წრიული შტრიხები - გადატანილ სტრესებზე, სხივები - კუჭ
-ნაწლავის ტრაქტის ცუდ მუშაობაზე, "ქერცლიანი" რკალი - ფსორიაზზე, დერმატიტზე, თეთრ გარსზე ლაქები - ალერგიაზე, ფერადი გარსის ნაპირებზე თეთრი ზოლები ქოლესტერინის დონის მომატებაზე, წვრილი გარსის შიდა ნაპირზე - სულიერ მდგომარეობაზე.
თვალებში გამსკდარი წვრილი სისხლძარღვები - ერთ-ერთი ნიშანია ჰიპერტონიისა, რომელიც საჭიროებს აუცილებელ გამოკვლევას. თვალების სწრაფი მოძრაობა (ნისტაგმი), ისევე, როგორც ხელებისა და ფეხების კრუნჩხვა, დაბუჟება - ხშირად მიანიშნებს ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობაზე.

ბროლის შემღვრევა მიანიშნებს კატარაქტაზე, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ოფთალმოლოგს, თვალების ქვეშ შეშუპების მიზეზი შეიძლება იყოს ალკოჰოლი ან მარილიანი საკვები, მაგრამ ხშირად ის მიანიშნებს თირკმლების ან გულის პრობლემებზე.
სკლერის სიყვითლე - ერთ-ერთი უპირველესი ნიშანია ვირუსული ჰეპატიტის, ინფექციური ან ნაღვლის ბუშტის ან ნაღველმდენი გზების დაავადებებისა.
თვალების ტკივილს და ქუთუთოების გაწითლებას იწვევს ჯიბლიბო, რომელიც ვითარდება დაქვეითებული იმუნიტეტის დროს და საჭიროებს მკურნალობას.
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე მიანიშნებს გამობურცული თვალები, ამ დროს აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი.

ირიდოლოგების აზრით, ფერადი გარსის გამოკვლევა საშუალებას იძლევა, ადრევე გამოვლინდეს დარღვევა. ირიდოლოგი დიაგნოზის დასმისა და პროფილაქტიკური რჩევების შემდეგ პაციენტს გზავნის შესაბამის სპეციალისტთან.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით