იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ჩვენი ჯანმრთელობა, გუნება-განწყობილება და შრომისუნარიანობა დამოკიდებულია ნაწლავების მუშაობაზე. ამ უნიკალურ ორგანოს შეიძლება ვუწოდოთ ორგანიზმის ენერგეტიკული რეაქტორი, რომელიც დაუღალავად იღებს საკვებიდან ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, ამუშავებს და გამოდევნის. თუმც ეს ყველაფერი არ არის. თურმე ნაწლავების მდგომარეობაზეა დამოკიდებული კანის მდგომარეობა, უნარჩუნებს მას ახალგაზრდობას, ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს ვირუსებსა და ბაქტერიებს, ხელს უწყობს ნორმალურ ძილს.

- დერმატოლოგებს მიაჩნიათ, რომ პრობლემური კანი დანაგვიანებული ნაწლავების შედეგია, რადგან სახელდობრ, მასში გროვდება და წარმოიქმნება ყველა ტოქსინი. ტოქსინი კი ბომბია ორგანიზმისთვის, ამ დროს კანის ფერი იცვლება, ქვეითდება მისი სიმკვრივე და ტონუსი, ნაადრევად ჩნდება ნაოჭები...

- ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის მთავარი როლის შემსრულებელ ძილზე პასუხს აგებს ძილის მომგვრელი მელატონინი, ანუ ძილის ჰორმონი. რაც უფრო ცუდად ფუნქციონირებს ეს საოცარი ორგანო, მით უფრო ჭირს დაძინება...

- ორგანიზმში "ბედნიერების ჰორმონის" - სეროტონინის რაოდენობა დამოკიდებულია ნაწლავებში დაბუდებულ ბაქტერიებზე. სწორედ ამ ორგანოში გროვდება სეროტონინის 95%, თავის ტვინში კი - სულ 5%. რაც მეტია სეროტონინი, უკეთესია გუნება-განწყობილება. გარდა ამისა, ჯანმრთელი ნაწლავები ხელს უწყობს წონის დაკლებას და ორგანიზმს მატებს ტონუსს. ნაწლავების დანიშნულებაა, აითვისოს საკვები. თუ ის სუფთაა, ვჭამთ ცოტას და სწრაფად ვნაყრდებით.