ეს საინტერესოა
16-06-2014
ყური უნიკალური ორგანოა, რომელიც არა მარტო აღიქვამს ბგერით იმპულსებს, არამედ პასუხს აგებს სხეულის წონასწორობაზე. მეცნიერებმა დათვალეს, რომ საშუალოდ შეგვიძლია შევიცნოთ და გავიგონოთ მინიმუმ 400 ათასი სხვადასხვა ბგერა.

მიგვაჩნდა, რომ სიყრუე მოხუცებულებისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა, დღეს სმენის დაქვეითება უფრო ხშირად შეიმჩნევა ახალგაზრდებში. ეს პრობლემა იმდენად გავრცელებულია, რომ აშშ სერიოზულად განიხილავს მას "სმენადაქვეითებული თაობის" პრობლემად. უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზია დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი ხმაური. ყურისთვის კეთილსასურველია ბგერითი გამტარიანობა არა უმეტეს 80 დეციბალისა და
თუ 8 საათის განმავლობაში მასზე მოქმედებს 90 დეციბალი ან უფრო მეტი, სმენა ზიანდება. ახლა შეადარეთ: მუსიკალური ცენტრი გამოსცემს 85-120 დეციბალს, ფანჯრებიდან შემოსული მანქანების ხმაური აღწევს 85 დეციბალს, ყურსასმენში მუსიკა დაახლოებით 110 დეციბალს, მეტროში ხმაური - 80-90 დეციბალს, რასაც ემატება წამლებისა და ინფექციების თანამედროვე მოქმედება.

ასე
რომ, თუ ყოველდღე გარემოდან აღქმული ხმაური აღარ გესმით (ან სუსტად), თანდათან უწევთ ტელევიზორს და რადიოს ხმას, ახლობლებს სთხოვთ უფრო ხმამაღლა ილაპარაკონ, მიმართეთ ექიმს, შეამოწმეთ სმენა და საჭიროების შემთხვევაში იმკურნალეთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროულად შეამოწმოთ ბავშვის სმენა, რადგან დაქვეითებული სმენის დროს ფერხდება მისი გონებრივი განვითარება და მეტყველება.
ყურადღება გაამახვილეთ: თუ პატარა არ რეაგირებს მაღალ ბგერებზე, 3 თვისა თავს არ აბრუნებს იქითკენ, საიდანაც ესმის ხმა, 5-6 თვისა - არ ღუღუნებს, წლისა კი არ წარმოთქვამს მარტივ სიტყვებს - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

გირჩევთ: სიბერემდე კარგი სმენა რომ შეინარჩუნოთ, არ უსმინოთ მუსიკას ყურსასმენებით ან ისარგებლეთ დიდი ყურსასმენებით და არა ყურში გასაკეთებლით. არ ჩართოთ ტელევიზორი ან მუსიკალური ცენტრი მაღალ ხმაზე; წამლის მიღებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია და რამდენიმე დღის მიღების შემდეგ, თუ სმენა გაგიუარესდათ, შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ ექიმს; დაგმანეთ ფანჯრები, რათა შეამციროთ ქუჩიდან შემოსული ხმაური.

დაბოლოს, იზრუნეთ პირად ჰიგიენაზე, რადგან სმენის დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს ბანალური გოგირდის საცობი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით