სოჭის ზეთი - მკურნალი
16-06-2014
სოჭის ზეთი - მკურნალი
უძველესი დროიდან არის ცნობილი სოჭის ზეთის სამკურნალო თვისებები. მას ხშირად მოიხსენიებს აღმოსავლური მედიცინა. ძველი დროიდან დღემდე სოჭის ზეთს ამზადებენ წიწვებისგან, ქერქისა და ნორჩი ტოტებისგან. თანამედროვე კვლევებით დამტკიცებულია, რომ სოჭის ზეთი შეიცავს ანთებსაწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელ, ჭრილობების შემხორცებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ბაქტერიოციდული თვისებების მქონე ნივთიერებებს - ფიტონციდებს.

სოჭის ზეთი ვიტამინების წყაროა, განსაკუთრებით მდიდარია E ვიტამინითა და ასკორბინის მჟავათი. მას იყენებენ გრიპის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის, გაცივების, ბრონქიტის, ფილტვების ანთების სამკურნალოდ.
საკმარისია ძილის წინ ხელისგულებით დაიზილოთ ბრონქების ან ფილტვების არე, კარგად ჩათბეთ და დილით უკეთესად გაიღვიძებთ, სუნთქვა გაგიადვილდებათ.

სოჭის ზეთი შეიცავს ნივთიერება კამფენს, რომელიც ათბობს რა სხეულს, ხსნის ანთებას და აყუჩებს ტკივილს. შველის ისეთ დაავადებასაც კი, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი. ზეთი უნდა შეიზილოთ მტკივნეულ სახსრებში (შეზელამდე და
შეზელის შემდეგაც უნდა გაიკეთოთ გახურებული ზღვის (ან სამზარეულოს) მარილის კომპრესი, დაიფინოთ კომპრესის ქაღალდი და დაითბოთ.

სოჭის ზეთი გამოიყენება რადიკულიტის, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, ადუნებს კუნთებს, ხსნის დაღლილობას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს. მისი წიწვის სურნელება გამოიყენება არომათერაპიაში, როგორც ფსიქოსტიმულატორი. სოჭის ზეთიანი (სულ 3 წვეთი) აბაზანა ამშვიდებს ნერვულ სისტემას და შველის უძილობას.
ასევე კამფენის წყალობით, სოჭის ზეთი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა უკმარისობისა და შოკური მდგომარეობის დროს გულის და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას. მაგალითად, გულის წასვლის დროს საკმარისია ისუნთქოთ სოჭის ზეთი.
სტენოკარდიის შეტევისას ხელისგულზე დაიწვეთეთ ზეთის 3-5 წვეთი და შეიზილეთ კორონარული ძარღვების არეში (მარცხნივ, მკერდის ქვეშ) შეტევების პროფილაქტიკის მიზნით.

გახსოვდეთ!

სოჭის ზეთი არარეკომენდებულია კუჭის წყლულით და ალერგიით დაავადებულთათვის, ამიტომ გირჩევთ, ვიდრე გამოიყენებთ, წაისვით მაჯასთან, თუ გაწითლდა, ან დაგეწყოთ ქავილი, ე.ი. სოჭის ზეთი თქვენთვის არ შეიძლება.
გთავაზობთ სოჭის ზეთის რეცეპტებს:

1. სველი ეგზემის დროს 1 წილ სოჭის ზეთს დაამატეთ 2 წილი ცხიმი (უმარილო ბატის, მაჩვის ან ღორის მუცლის ქონი, ან ბავშვის კრემი). კარგად აურიეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილებზე, მსუბუქად დააფარეთ კომპრესის ქაღალდი). წაისვით დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსია 12-დან 20 დღემდე.

2. ნაწოლებისა და გამოყელვის დროს 1 წილ სოჭის ზეთს დაამატეთ 3 წილი ნებისმიერი მცენარეული ზეთი (არაეთეროვანი) ან ბავშვის კრემი და გაიწმინდეთ დღეში 2-3-ჯერ.

3. მოტეხილობის დროს თაბაშირის მოხსნის შემდეგ დაზიანებულ ადგილზე დღეში 2-ჯერ შეიზილეთ სუფთა სოჭის ზეთი. ამავე დროს მიიღეთ ექიმის დანიშნულებით - მუმიო.
სხვათა შორის, სოჭის ზეთი შველის დაჟეჟილობას და დალურჯებულ ადგილებს.
ჟანა
28 ოქტომბერი 2018 21:37
სად იყიდება სოჭის ზეთი
31 ოქტომბერი 2017 14:47
სად ვიყიდო?
Is
22 ივნისი 2017 08:04
სად შეიძლება შეძენა

რედაქტორის რჩევით