დიეტა არც ისე უსაფრთხოა
23-06-2014
დიეტა არც ისე უსაფრთხოა
წონაში დაკლების მიზნით მკაცრი დიეტის მოყვარულებს შეიძლება ჯანმრთელობაში პრობლემები შეექმნათ.

დაბალკალორიული დიეტა და წონაში სწრაფად დაკლება ნაღვლის ბუშტში კენჭებს წარმოქმნის. ცხიმი ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის სტიმულირებას, გამოდევნის მასში დაგროვილ ნაღველს და ხელს უშლის კენჭების წარმოქმნას. გახსოვდეთ, დიეტის დროს ცხიმი კი არ უნდა აკრძალოთ, არამედ შეზღუდოთ, ჭამის დროს საკვებს დაამატოთ მცირე რაოდენობით - 5-10გ ცხიმი (მაგალითად: 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი). ცხიმის აკრძალვა ასევე იწვევს კბილის მინანქრის დაშლას.

D ვიტამინი, რომელიც პასუხს
აგებს კალციუმის სინთეზსა და ძვლის ქსოვილის სიმაგრეზე, აითვისება მხოლოდ ცხიმების დახმარებით.

მშრალი შიმშილის დროს განსაკუთრებით ხშირად ავადდება თირკმლები. რამდენიმე დღით საკვებისა და წყლის შეზღუდვა ძალიან ვნებს მას. ეს რომ არ მოხდეს, ეცადეთ, დიეტის დროს მიიღოთ ბევრი წყალი (უმჯობესია სუფთა ან უგაზო მინერალური წყალი).
შეშუპებას ხელს
უწყობს ცილების უკმარისობა. სისხლში მათი კონცენტრაცია აძლიერებს კაპილარებში სითხის ფილტრაციას, რაც იწვევს შეშუპებას. ამ უსიამოვნებას ხელს უწყობს მონოდიეტები. მაგალითად, წიწიბურას, ხილის ან ბოსტნეულის დიეტა.

პირიდან უსიამოვნო სუნს ხელს უწყობს ცილოვანი დიეტები. ამის მიზეზია ორგანიზმში ისეთი ნივთიერებების დაგროვება, რომლებიც აზიანებენ შინაგან ორგანოებს, აფერხებენ თირკმლებისა და ღვიძლის მუშაობას, იწვევენ ტუტემჟავური ბალანსის რღვევას... ამ პრობლემებს თავს დააღწევთ ბალანსირებული დიეტით. მენიუ უნდა შეიცავდეს ახალ ბოსტნეულსა და მწვანილს.

რაციონი, რომელიც ცოტა ხილს, ბოსტნეულსა და ბურღულეულს შეიცავს, იწვევს კუჭის შეკრულობას. ამ პრობლემამ რომ არ შეგაწუხოთ, გირჩევთ, მიიღოთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტი და ბევრი წყალი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით