იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

- პიტნას აქვს ტკივილგამაყუჩებელი, გულის რევის საწინააღმდეგო თვისება, ხსნის ტკივილებს და სპაზმებსს. მადეზინფიცირებელი თვისების გამო, მას ამატებენ კბილის პასტას, ფხვნილებსა და პირის ღრუს ლოსიონებს, საღეჭ რეზინებს.

- ჰიპოკრატე ავადმყოფებს ურჩევდა, კბილისა და ღრძილების სამკურნალოდ გამოეყენებინათ გვირილის ყვავილები და ფოთლები.  გვირილის ნაყენის ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი დადებითად მოქმედებს ღრძილებიდან სისხლდენის დროს, სპობს პირიდან ცუდ სუნს, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, ხელს უწყობს კუჭის წყლულის შეხორცებას.

- ბეგქონდარა სპაზმების მომხსნელი ბუნებრივი ანტისეპტიკია, აუმჯობესებს ხველების დროს ლორწოს გამოყოფას. მისი ჩაი საუკეთესო აფროდიზიაკია, შველის დეპრესიას. ენერგიის მოსამატებლად და ტონუსის ასამაღლებლად ბეგქონდარას ზეთი შეიზილეთ ბიოაქტიურ წერტილებში.

- ცაცხვის ჩაი ცნობილია, როგორც გაცივების სამკურნალო საშუალება. შველის სტომატიტსა და ანგინას, ამშვიდებს ნერვებს. ცაცხვის ფოთლების ნახარში ხსნის კუჭის სპაზმებს (მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში).

- კოჭას (ჯანჯაფილი) ფხვნილის კომპრესები შეგიმსუბუქებთ რევმატიზმისა და ართრიტის ტკივილებს. კოჭას პასტა ხსნის თავის ტკივილს, შველის ნაღრძობს, დაჟეჟილობას, რადიკულიტის დროს წელის ტკივილს. კოჭას ფხვნილს დაამატეთ ცხელი წყლის რამდენიმე წვეთი. მიიღებთ არაჟნისებურ ფაფას. წაისვით მტკივან სახსრებზე, დაიფინეთ ცელოფანი და შეიხვიეთ თბილად.

- ოხრახუში შეიცავს შარდმდენ და მატონიზებელი თვისების ქალის ფიტოჰორმონებს; მისი ნაყენი ხსნის შეშუპებას, აუმჯობესებს მეხსიერებას და აახალგაზრდავებს სისხლძარღვებს.