სამკურნალო მცენარეები - კვირის პალიტრა

სამკურნალო მცენარეები

მცენარეებით მკურნალობა - ფიტოთერაპია - სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც ოდითგან მისდევდა ხალხური მედიცინა და დღესაც, თანამედროვე მედიცინაში მეტად აქტუალურია.

გაცნობებთ ზოგიერთ მათგანს:

- ვარდისფერ სამყურას ყვავილები შეიცავს კაროტინს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, ასევე ქალის ჰორმონების ანალოგებს - ფიტოესტროგენებს. სამყურას ჩაი ხელს უწყობს მეძუძური დედების რძის მომატებას.

ფიტორეცეპტი: ცისტიტისა და ციკლის დარღვევის დროს 10 გ გამხმარი ყვავილები ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5-6 საათი. გაწურეთ და 50 მლ ნაყენი მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

- კრაზანა - დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აქვს სისხლის შემაჩერებელი, შარდმდენი თვისება, Mხსნის სპაზმებს.

ფიტორეცეპტი: შარდის ბუშტის დაავადების დროს 10 გ გამხმარ ბალახს დაასხით 200 გ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში.

არარეკომენდებულია ფეხმძიმობის და ლაქტაციის დროს.

ღიღილო რეკომენდებულია, როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება თირკმლების ქრონიკული დაავადების დროს. ღიღილოთი დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ცისტიტის, შარდკენჭოვანი, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლების დაავადებების მიზეზით გამოწვეული შეშუპების დროს. რეკომენდებულია კრიტიკულ დღეებში.

ფიტორეცეპტი: 2 ჩ/კ ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

უკუჩვენება: გაფრთხილდით, შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა, საშვილოსნოდან სისხლდენა და ფეხმძიმობის მოშლა.