ყველაზე ხშირად დონორები პაციენტის მშობლები არიან
21-07-2014
ყველაზე ხშირად დონორები პაციენტის მშობლები არიან
ორგანოთა ტრანსპლანტაცია დღეს მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია. ის საშუალებას იძლევა, ერთ ადამიანს მეორის ორგანო გადაუნერგო და სიკვდილისთვის ან ხეიბრობისთვის განწირულს ფაქტობრივად მეორე სიცოცხლე აჩუქო. სწორედ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორგანოთა ტრანსპლანტაცია იატაკქვეშა ბიზნესისთვის ძალზე მომგებიანი დარგია. მონაცემების მიხედვით, მიმდინარე საუკუნის დასაწყისში, ორგანოებით არალეგალური ვაჭრობის მსოფლიო ბაზრად იტალია მიიჩნეოდა - იქ თირკმლების ყიდვა 40 ათას დოლარად იყო შესაძლებელი, საიდანაც დონორს 10 ათასი ხვდებოდა, დანარჩენს კი შუამავალი იღებდა. მოგვიანებით არალეგალური ტრანსპლანტაციის მთავარ
ბაზრად თურქეთი იქცა - ქირურგი იუსუფ სონმეზი სტამბოლის კლინიკებში წელიწადში 500-მდე არალეგალურ ტრანსპლანტაციას ატარებდა...

გულის მწვავე დაავადებები, თირკმლის უკმარისობა და ციროზი საქართველოში ყველაზე გავრცელებული დაავადებებია და ბევრი პაციენტისთვის ამ ორგანოების გადანერგვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ევროპაში წელიწადში დაახლოებით ორგანოს გადანერგვის 100 ათასზე მეტი ოპერაცია ტარდება, მათგან 80%
- გვამური დონაციით. საქართველოში კი მხოლოდ თირკმლის გადანერგვის ოპერაციები ტარდება და ისიც წელიწადში ორი-სამი ათეული.

მსოფლიოში ტრანსპლანტაცია ტარდება როგორც ცოცხალი დონორებისგან მიღებული ორგანოებით, ასევე გვამური დონაციის გამოყენებით. საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ 2000 წელს მიღებული კანონის თანახმად, გადასანერგად დასაშვებია გარდაცვლილის ორგანოთა გამოყენებაც, თუმცა დღემდე გვამიდან არც ერთი გადანერგვა არ მომხდარა. ამის მთავარი მიზეზია მოსახლეობის ნეგატიური განწყობა გვამის ორგანოთა დონაციის მიმართ.

არჩილ ჩხოტუა, პროფესორი, თირკმლის გადანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი:
"1973 წელს მოსკოველ ქირურგთა დელეგაციამ ჩამოიტანა რამდენიმე თირკმელი და ქართველ პაციენტებს გადაუნერგეს. ამის შემდეგ მხოლოდ 1995 წელს, უროლოგიის ცენტრში, ფრანგ ქირურგებთან ერთად ჩატარდა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია.

მსოფლიოში ყველაზე ხშირად თირკმლის გადანერგვა ხდება. თირკმელი წყვილი ორგანოა და მისი გადანერგვით დონორს პრაქტიკულად არ ადგება ზიანი. შემდეგ, რაოდენობრივად მოდის ღვიძლის, პანკრეასის, გულის, ძვლის ტვინის, კანის და რქოვანა გარსის ტრანსპლანტაცია. საქართველოში ასევე წარმოებს რქოვანა გარსის ტრანსპლანტაცია, მაგრამ მას საზღვარგარეთ ყიდულობენ, რადგან ამ შემთხვევაში იმუნოლოგიური კონფლიქტი არ არსებობს და არ საჭიროებს შეთავსებას დონორსა და რეციპიენტს შორის.
ბოლო ორი-სამი წელია, საქართველოში თირკმლის გადანერგვის ოპერაციების რაოდენობა სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე გაიზარდა. ადრე თუ  წლის განმავლობაში ათი ოპერაცია ფინანსდებოდა, შარშან 34-35 თირკმელი გადაინერგა.

თუმცა, ტრანსპლანტოლოგიის, როგორც დარგის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია გარდაცვლილი პირებიდან ორგანოების აღების გარეშე. დარგი ვერ განვითარდება მხოლოდ ცოცხალი დონორებისგან აღებული ორგანოებით. კენტი ორგანო შეუძლებელია აიღო ცოცხალი ადამიანისგან, მაგალითად გული, პანკრეასი და ა.შ. ღვიძლიც კენტი ორგანოა, მაგრამ შესაძლებელია მისი ნაწილის აღება და გადანერგვა, თუმცა ტექნიკურად ეს ყველაზე რთული ოპერაციაა.

ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ჩ ჰეპატიტი - ბოლო წლების განმავლობაში ამ დაავადებების გამოვლენის რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ჩვენ თუ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩანაცვლებითი თერაპია - დიალიზი, ღვიძლის უკმარისობისას ასეთი თერაპია არ არსებობს და  ერთადერთი გამოსავალი ღვიძლის ტრანსპლანტაციაა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შაქრიანი დიაბეტით დაავადების მაჩვენებელი და მისი მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი საშუალება პანკრეასის გადანერგვაა |- პაციენტს, რომელიც იყო ინსულინზე, პანკრეასის გადანერგვის შემდეგ, ფაქტობრივად მეორე დღესვე ინსულინი აღარ სჭირდება.

გვამური გადანერგვის ტრანსპლანტაციის ასამოქმედებლად კანონდებლობით საჭიროა გარდაცვლილის ოჯახის წევრების თანხმობა ორგანოს აღებაზე. მაგრამ, არსებობს მენტალური ბარიერი, რომლის გადალახვაც ვერ ხერხდება. საჭიროა ეკლესიის, სახელმწიფოს, ექიმების ერთობლივი მუშაობა, რომ ამ მიმართულებით მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ორგანოებით ვაჭრობა ყველა ქვეყანაში და, მათ შორის საქართველოშიც, აკრძალულია და კანონით ისჯება. ორგანოებით ვაჭრობა არის ისეთივე დანაშაული, როგორიც იარაღით ვაჭრობა, ადამიანებით ვაჭრობა და ითვალისწინებს 8-დან 15 წლამდე პატიმრობას, როგორც იმ პირის, ვინც ვაჭრობს ორგანოთი, ასევე ამ პროცესში ჩართული ექიმისა. ადამიანმა დონორობა შეიძლება გასწიოს მხოლოდ ქველმოქმედების საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც გარკვეული შეზღუდვები არსებობს. კანონით განსაზღვრულია იმ პირთა სია, ვინც შეიძლება იყოს დონორი. სტატისტიკურად კი ყველაზე ხშირად დონორები პაციენტის მშობლები არიან. მშობლებს შორის კი ყველაზე ხშირად დედა უნერგავს შვილს ორგანოს.

მცდარია წარმოდგენა, თითქოს ყველა გვამის დონორად გამოყენება შეიძლება. საქართველოს კანონმდებლობით, დაშვებულია ორგანოს აღება გვამიდან ტვინის სიკვდილის დროს და გულის გაჩერების, ანუ ასისტოლიის შემდეგ.
გარდაცვლილი დონორის შერჩევისას ძალიან მკაცრი კრიტერიუმები არსებობს. მისი ორგანო უნდა იყოს "გამოსადეგი" რეციპიენტისთვის. მაგალითად,  დონორად არ გამოდგება ონკოლოგიური დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით, ინფექციური პათოლოგიით გარდაცვლილები.

გვამური დონაციისთვის "გამოსადეგ" პირთა ნუსხაში ხვდება ადამიანების ვიწრო წრე, რომლებიც ჯანმრთელნი იყვნენ და მაგალითად, სიკვდილი დადგა სუიციდის მცდელობისას, ავტოავარიის შედეგად."
როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, საქართველოში თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დაახლოებით 20 ათასი ლარი ჯდება, ისრაელში - 40, თურქეთში - 50 ათასი, რუსეთში კი 40-60 ათასი დოლარი.

ტრანსპლანტაციაში მსოფლიო ლიდერი

მსოფლიო ლიდერი ტრანსპლანტაციაში ამერიკაა, სადაც ყოველ მემილიონე კაცს ყოველწლიურად უტარდება თირკმლის 52, ღვიძლის 19 და გულის 8 გადანერგვა.
გულის ტრანსპლანტაცია პირველმა ალექსი კარელმა გააკეთა - 1905 წელს ძაღლს კისერზე გადანერგილი გული მიაკერა. 1967 წლის 3 დეკემბერს კეიპტაუნში ქირურგმა კრისტიან ბერნარმა ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი 25 წლის ქალის გული გადაუნერგა 54 წლის მამაკაცს. გულ-სისხლძარღვთა შეძენილი თუ თანდაყოლილი პათოლოგიების სიმრავლის მიხედვით, დღეს საქართველოში გულის გადანერგვის ოპერაციას მცირეწლოვანი და ზრდასრული პაციენტების არცთუ მცირე რაოდენობა საჭიროებს. თუმცა, ჩვენთან არც ამ "ცენტრალური" ორგანოს გადანერგვა ხდება. უცხოეთში კი პაციენტთა დიდი ნაწილი ამ ოპერაციისთვის საარაკო სიძვირის გამო ვერ მიემგზავრება. ევროპის წამყვან კლინიკებში გულის ტრანსპლანტაცია 200-300 ათასი ევრო ღირს.

უახლესი მიღწევები

დღეს მსოფლიოში წარმატებით ტარდება კანის, თირკმლების, ღვიძლის, გულის, ნაწლავების, ფილტვების, ძვლის ტვინის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ძვლების, სახსრების, ვენების, გულის სარქვლების, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციები. 1998 წელს პირველად გადანერგეს წარმატებით ხელის მტევანი. უახლესი მიღწევები: 2005 წელს საფრანგეთში სახის ნაწილის გადანერგვა და 2006 წელს ჩინეთში მამაკაცის სასქესო ორგანოს ტრანსპლანტაცია.
maka
19 ივლისი 2017 16:42
var jamrteli 37 wlis qali saswrafod mjirdeba fuli me mzad var gavixo tirkmeli gtxovd dsmikavshirdid hemi nomeria574005759 an mirhiod vis mivmarto
ako
24 თებერვალი 2016 20:48
Martlac kargia rom kvelaperi Ari's sakartvelishi gtxovt vinmem mitxarit rotor unda gavxde donori gvizlis an elentis gtxovt an Romeli klinika arsebobs amkvelapertan dakavshirebit viknebi gulmowkale da iapi donori 598 -00-27-58

რედაქტორის რჩევით