რძის პროდუქტები - ცილებისა და კალციუმის წყარო
რძის პროდუქტები - ცილებისა და კალციუმის წყარო
ყველაზე სასარგებლო პროდუქტების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს რძის პროდუქტები - რძე, ყველი, იოგურტი, ხაჭო, არაჟანი და ა.შ.

გარდა იმისა, რომ კალციუმის შემცველობით ყველი აბსოლუტური ჩემპიონია, ის შეიცავს ბევრ  A, E, B  ჯგუფის და PP ვიტამინებს, ამინომჟავებს, ცხიმოვან მჟავებს, ფოსფორს, კალიუმს, სელენას და თუთიას, ხოლო ცილა მასში უფრო ბევრია, ვიდრე ხორცში - დაახლოებით 20%. ამასთან, ის რძეზე ადვილად აითვისება, თუმცა, გაითვალისწინეთ ყველი კალორიულია, 100 გ-ში 300-400 კკალორიაა.
უფროსებისთვის დღიური ნორმაა -
1200 მგ, რომელიც შეიძლება მიიღოთ სამი ნებისმიერი რძის პროდუქტით. მაგალითად: საუზმეზე შეჭამეთ ყველის პატარა ნაჭერი, სადილზე დალიეთ ჭიქა რძე ან კეფირი, სამხარზე კი - იოგურტი.

სხვათა შორის, დღეში 1 ჩ/ჭ რძის მიღება ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს 37%-ით. რძის პროდუქტები შეიცავენ დაახლოებით 250 სასარგებლო ელემენტს,
მათ შორის ცილებს, 25 მინერალურ მარილს, 12 ვიტამინს, 10 ფერმენტს. რძის პროდუქტებიდან ცილები აითვისება 95%-ით, ხოლო ამინომჟავები, რომელსაც ისინი შეიცავენ, აუმჯობესებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას, დაბალკალორიული იოგურტი, ყველი და რძე ამცირებენ ფილტვების, საშვილოსნოს ყელისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკს. დაბალკალორიული რძის პროდუქტები ააქტიურებენ ტვინის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებენ მეხსიერებასა და ლოგიკურ აზროვნებას.
კალიუმით მდიდარი რძის პროდუქტები (განსაკუთრებით რძე და იოგურტი) ამაგრებენ სისხლძარღვებს და აუმჯობესებენ გულის მუშაობას.

სხვათა შორის, იოგურტი სასარგებლოა მათთვის, ვინც ვერ იტანს ლაქტოზას, რადგან იოგურტის ფერმენტაციის პროცესში ლაქტოზას რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს.
აქტიური კულტურები, რომელსაც იოგურტი შეიცავს, აძლიერებენ იმუნიტეტს, აუმჯობესებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აფერხებენ დაბერების პროცესსა და ამცირებენ მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები