როგორ გავუმკლავდეთ ტოქსიკოზს - მშველელი პროდუქტები - კვირის პალიტრა

როგორ გავუმკლავდეთ ტოქსიკოზს - მშველელი პროდუქტები

ამერიკელი ბებიაქალებისა და გინეკოლოგების კონგრესზე შეადგინეს მენიუ იმ ორსული ქალებისთვის, რომელთაც გულისრევები ტანჯავთ. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეორე ოსრულ ქალს ტოქსიკოზი აქვს. თუმცა ამ უსიამოვნების თავიდან აცილება შეიძლება, თუ სპეციალურ დიეტას დაიცავთ. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ განსაკუთრებით დილის გულისრევები გარკვეული საკვები ნივთიერებების ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. როგორც კი დეფიციტი აღდგება, ტოქსიკოზის სიმპტომებიც გაქრება.

მაგალითად, დამტკიცებულია მეცნიერების მიერ, რომ მაგნიუმის ნაკლებობა ორსულებში გულისრევას იწვევს. ამას რომ გაუმკლავდეთ, აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში ამ მიკროელემენტით მდიდარი პროდუქტები: ნუში, ლობიო, მზესუმზირა, ისპანახი. ქათმის, ინდაურის, საქონლის ხორცი, ბროკოლი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით B6 ვიტამინს, რომელიც ტოქსიკოზის წარმოშობას უშლის ხელს.

სასარგებლო ცხიმების ნაკლებობაც ახდენს გავლენას გულისრევაზე. პირველ რიგში ის საჭიროა სქესობრივი ჰორმონების წარმოსაქმნელად. ცხიმების წყაროა კვერცხი, რძის პროდუქტები, თევზი, ასევე ზეითუნის ზეთი.

გარდა ამისა, ექსპერტები მომავალ დედებს ურჩევენ, ხშირად მიიღონ კოჭა. ასევე ტრადიციულად მენიუში უნდა იყოს ბევრი ბოსტნეული და ხილი.

იმის გასარკვევად, თუ რა ვიტამინები აკლია ორგანიზმს, საკმარისია სისხლის ანალიზის გაკეთება.