კალციუმი - ჯანმრთელობის ფუნდამენტი - კვირის პალიტრა

კალციუმი - ჯანმრთელობის ფუნდამენტი

ყოველი მესამე მამაკაცი და ყოველი მერვე ქალი, ასაკის მომატესთან ერთად, ოსტეოპოროზით არის დაავადებული, რასაც კალციუმის დეფიციტი იწვევს. ასევე მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობა, ჭარბად ყავის სმა, სიგარეტი და ა.შ.

ძვალი ძირითადად კალციუმისგან შედგება და როგორც კი ორგანიზმში მცირდება კალციუმის რაოდენობა, ვითარდება ოსტეოპოროზი.

სამწუხაროდ, ძვლებიდან ეს მინერალი ძალიან ადვილად გამოიდევნება, ხოლო ოსტეოპოროზი  ნელა, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თავს იჩენს მოხუცებულობაში ან მოტეხილობის დროს. თუ ორგანიზმი კალციუმის ნორმალურ რაოდენობას შეიცავს, მცირე სიმაღლიდან დაცემის დროს არ უნდა გატყდეს ძვალი. თუ გაწუხებთ, ძვლებისა და ზურგის ტკივილი, ან შენიშნეთ აღნაგობის შეცვლა, სიმაღლის შემცირება... მიმართეთ ექიმს.

ოსტეოპოროზის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა - მოძრაობა, სპორტი. 25-30 წლის ასაკში ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი ცხოვრების წესს. უარი უნდა თქვათ (ან შეამციროთ მაინც), ალკოჰოლზე, ყავაზე, სიგარეტზე... ამ დაავადებას თუ დროზე უმკურნალებთ და დაიცავთ ექიმის ყველა დანიშნულებას, ის ნაკლებად საშიშია.

ძვლების გამაგრება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოთ. პატარის რაციონში ჩართეთ თევზი (სკუმბრია, ორაგული), რძე, ხაჭო, რძის პროდუქტები, კვერცხის გული, ზღვის პროდუქტები, ხიზილალა, ღვიძლი, კომბოსტო, ბროკოლი, შირბახტის თესლი.

ძვლებისთვის ყველაზე მავნებელია დიეტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეზღუდულია რძის ნაწარმი. რადგან ორგანიზმი კალციუმს არ გამოიმუშავებს და საკვებიდან იღებს, ამიტომაც დიეტის დროს რძის ცხიმიანი ნაწარმი შეცვალეთ ნაკლებცხიმიანით. ამავე დროს უარი უნდა თქვათ გაზიან სასმელებზე, რადგან ფოსფატი, რომელსაც ეს სასმელები შეიცავს, ხელს უშლის კალციუმის ათვისებას. ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება D ვიტამინი.