ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

იმ ოჯახებში, სადაც პატარები ჰყავთ და მშობლები ეწევიან (მნიშვნელობა არა აქვს, რა მანძილზე, - აივანზე, ეზოში, როგორც კი შემოვლენ ოთახში, ამოისუნთქავენ

თამბაქოს ბოლის 30%-ს, გარდა ამისა, ბოლი რჩება მათ ტანსაცმელზე), ბავშვები ისრუტავენ ბოლს ცხვირით, კანით, ტანსაცმლით და პასიური მწეველები ხდებიან, რაც ძალიან ვნებს მათ ჯანმრთელობას.

მეცნიერებმა საბავშვო ბაღებში შეისწავლეს მწეველ მშობელთა შვილები და ყველას შარდში აღმოაჩინეს ნიკოტინის შემცველი ნივთიერება, გამოთვალეს და კატასტროფული ციფრი მიიღეს, რომ წლის განმავლობაში პატარა 80 სიგარეტს "ეწევა". მედიკოსები იმასაც ადასტურებენ, რომ მწეველთა ოჯახებში გაზრდილი ბავშვები უფრო ხშირად ავადმყოფობენ (ფილტვებით) და პოტენციური მწეველები არიან. მშობლებმა როგორც უნდა აუკრძალონ მოწევა, ის მაინც მოსწევს. ფიქრობს, თუ მავნეა, რატომ ეწევა დედა და მამაო! ასე რომ, მშობლებო, დაფიქრდით!