იცით თუ არა, რომ...
04-08-2014
იცით თუ არა, რომ...
შტოში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობით ნამდვილი ჩემპიონია.
ხალხურ მედიცინაში შტოშის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი.
ახალი კენკრა - ავიტამინოზისა და პაროდონტოზის დროს საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.

- თაფლიანი შტოშის წვენი შველის თავის ტკივილსა და ხველებას.
- მორსი სიცხის დამწევი და წყურვილის მომკვლელი სასმელი.
- კენკრის ნაყენს იყენებენ როგორც ორგანიზმის გამაძლიერებელ და სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებას. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს - მსუბუქი შარდმდენია.
- შტოში ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, იცავს
კბილებს კარიესისგან, ღრძილებს კი - ანთებისგან.
კლინიკურად დამტკიცებულია, რომ შტოში ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციას. გარდა ამისა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ის შეიცავს ფიტონციდებს (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები), რომლებიც კლავენ ან თრგუნავენ მიკროსკოპულ სოკოებს, და, რაც მთავარია, ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
ცნობისთვის: შტოში არარეკომენდებულია გასტრიტის (მაღალი მჟავიანობით),
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და ღვიძლის დაავადებისას.

ფიტოთერაპევტების აზრით, შტოშს აქვს მატონიზებელი, გამამხნევებელი მოქმედება, ამაღლებს გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარებს. შტოშის მორსი ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას, ნივთიერებათა ცვლას, მატებს ენერგიას და სახის ფერს - ჯანმრთელ იერს. განტვირთვის დღეებში სვით წყალში გაზავებული შტოშის წვენი (1ს/კ:1ჩ/ჭ წყალი, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს/კ თაფლი).

შტოში უნიკალურია იმითაც, რომ  ჩ  და პპ ვიტამინები, რომელსაც შეიცავს, ამაღლებენ კაპილარების გამძლეობას და ელასტიკურობას, ხელს უშლიან ინსულტს, ინფარქტს, თრომბოფლებიტსა და ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით