ხველება საშიში სიმპტომია... - კვირის პალიტრა

ხველება საშიში სიმპტომია...

ხველება დაავადება კი არა, სასუნთქი გზების წმენდაა. მგრამ ის არ იწყება უმიზეზოდ, რომელიმე დაავადების სიმპტომია, ორგანიზმი კი მას საშველად იხმობს. არ დატოვოთ უყურადღებოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გრძელდება 4 დღეზე მეტხანს.

გაცივების დროს ხველება რამდენიმე დღეს გრძელდება, ხოლო ქრონიკული ბრონქიტის დროს - დაახლოებით ერთი თვე. 4 კვირაზე მეტხანს გაგრძელებულ ხველებას სპეციალისტები ქრონიკულად მიიჩნევენ, რომლის მიზეზები შეიძლება იყოს მუდმივად მტვრის შესუნთქვა, ან ყოფით ქიმიურ საშუალებებზე ალერგია.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ვინმე მსუბუქად ხველებას იწყებს ღელვისას ან სტრესულ სიტუაციაში მოხვედრის დროს. ნერვულ ნიადაგზე წარმოქმნილი ხველების ეს ჩვევა ქრება ძილის დროს, ხოლო ქრონიკული, რომელიც სხვადასხვა დაავადების მიზეზით წარმოიქმნება, ღამით ძლიერდება. იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ ფილტვების სპაზმებსა და ყელის ტკივილს, საჭიროა გაცივებისგან განკურნება, რაშიც დაგეხმარებათ ხალხური მედიცინის რეცეპტები:

1. 1 ჩ/ჭ თბილ რძეს დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ კარაქი, დალიეთ ძილის წინ - მოგიხსნით ყელში ღიტინის შეგრძნებას.

2. მცენარეული ინჰალაცია: თითო-თითო ს/კ სალბს და პიტნას დაასხით მდუღარე, გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ თავზე გადაიფარეთ პირსახოცი, დაიხარეთ ჯამზე და 10-15 წუთი ისუნთქეთ პირით.

ზოგჯერ ხველების მიზეზი ხდება გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წნევის მომატება, რაც იწვევს მკერდის არეში ტკივილს, ხუთვას და როდესაც ბრონქებში ხვდება ლორწო - იწყება ხველება.

ხველების მიზეზი შეიძლება გახდეს ალერგია. ალერგიული ხველება შეიძლება გამოიწვიოს წიგნების მტვერმა, ცხოველების ბეწვმა, პარფიუმერიის სუნმა, თამბაქოს ბოლმა, ობმა და ა.შ.

სამკურნალო მცენარეებს შორის არის ისეთი მცენარეები, ურომლისოდაც სახლის პირობებში ხველებას ვერ უმკურნალებენ:

მაგალითად: ტუხტს აქვს შემამსუბუქებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთებსაწინააღმდეგო და შემომგარსველი თვისებები. მას უნიშნავენ როგორც დამხმარე საშუალებას სასუნთქი ორგანოების დაავადების დროს (ბრონქიტი, პნევმონია, ასთმა).

სალბი ძლიერი ბაქტერიოციდული და ანთებსაწინააღმდეგო საშუალებაა. ეთეროვან ზეთში ფლავონოიდების შემცველობის წყალობით სალბს შეუძლია მოხსნას სპაზმები.

სურო ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს ამოსახველებელი და სპაზმოლიტიკური საუკეთესო საშუალებაა.

გვირილა ხსნის სპაზმებსა და ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ამშვიდებს ხველას.

გვირილის ინჰალაცია ათბობს ცხვირ-ხახას, წმენდს მას ბაქტერიებისა და ლორწოსაგან, ამშვიდებს ხველას.

ვირისტერფა ძლიერი ბუნებრივი ანტისეპტიკი და სპაზმოლიტიკია. მისი როგორც მადეზინფიცირებელი და ამოსახველებელი საშუალების, ხანგრძლივად მოხმარება აუმჯობესებს ნაღველის გამოდევნას.

მრავალძარღვა შველის გაცივებას, ბრონქიტს, ასთმას. გთავაზობთ ხველების ნაყენს: 1 ს/კ მრავალძარღვას დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი და გაწურეთ. ნაყენი გამოივლეთ პირის ღრუში ან მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.