როგორ დავიცვათ თავი მწერებისგან
25-08-2014
როგორ დავიცვათ თავი მწერებისგან
კოღოს კბენისგან დაცვის ბევრი საშუალებაა. ბადეებიდან დაწყებული, ადგილობრივ მდორე წყლებში თევზ გამბუზიას გაშვებითა და დასაწვავი საშუალებების სახით, რომლებიც სპეციფიკურ სუნს გამოსცემენ. ეს საშAუალებები სავაჭრო ობიექტებში  იყიდება, არსებობს ხალხური მეთოდებიც. მაგალითად: ფანჯრების სიახლოვეს პომიდვრის ფოთლების სპეციფიკური სუნი მწერებს აფრთხობს. კოღოებს არც მიხაკისა და ევკალიპტის სუნი უყვართ - დაასველეთ ბამბა ამ მცენარეების ზეთში და ფანჯრები გაწმინდეთ. შეგიძლიათ, ზეთი სხეულის შიშველ ადგილებზეც წაისვათ. კოღოებს აფრთხობს კატაბალახას, კაკლის ახალმოწყვეტილი  ფოთოლი, ლავანდა.

თავი მხნედ რომ
იგრძნოთ


ხალგაზრდად რომ გამოიყურებოდეთ, მხნედ იგრძნოთ თავი, გაიმაგროთ გული და სისხლძარღვები და ერთ თვეში დაიკლოთ წონაში, გთავაზობთ ომეგა-3-ის დიეტას, რომელიც მრავალფეროვანი და სასარგებლოა.

ამ დიეტას სახელი ეწოდა პოლიუჯერი ცხიმმჟავების გამო. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ომეგა-3 მოქმედებს ზედმეტი წონის  წარმომქმნელ ყველა მექანიზმზე, სახელდობრ: თრგუნავს სტრესის ჰორმონის -
კორტიზოლის - სინთეზს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი უჯრედების დაგროვებას (რაც ნაკლებია სტრესი, მით ადვილია გახდომა), დადებითად მოქმედებს ღვიძლზე, რომელიც მართავს ცხიმის დაყოფის პროცესს. ცხიმმჟავები ააქტიურებენ მეტაბოლიზმს (რაც უფრო აქტიურია მეტაბოლიზმი, მით სწრაფად წვავს ორგანიზმი ცხიმის მარაგს).
ომეგა-3 აკონტროლებს მადას. კონტროლი მიმდინარეობს სისხლში ინსულინის დონის დაქვეითების წყალობით, ამ დროს ცხიმი გარდაიქმნება ენერგიად.

ომეგა-3-ის ცხიმები მონაწილეობენ სხეულის ყველა უჯრედის გარსის ფორმირებაში, ადამიანის ტვინის 10-15% ომეგა-3-ისგან შედგება. თუ ის საკმარისია, ჩვენ ვაზროვნებთ კრეატიულად, გვაქვს კარგი გუნება-განწყობილება, სწრაფად ვითვისებთ ახალ ინფორმაციას, ადვილად ვადგენთ წლის ანგარიშს... გარდა ამისა, ომეგა-3-იდან წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც არეგულირებენ გულ-სისხლძარღვების ფუნქციას, იმუნიტეტს. მათი წყალობით მცირდება სისხლის სიბლანტე, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას. ამიტომაც სწავლულები ამტკიცებენ, რომ რაციონის 20-30%-ს უნდა შეადგენდეს პოლიუჯერი ცხიმი ომეგა-3.

ომეგა-3-ს შეიცავს:

თევზი: (თინუსი, ორაგული, კალმახი, პანტუსი, კრევეტი).
მწვანე ბოსტნეული: ისპანახი, ბროკოლი, რეჰანი.
მცენარეული ზეთი: სელის, სიმინდის, ზეითუნის, სოიის.
ლობიო: წითელი, შავი, მუქი ფერის ლობიოში უფრო მეტი ომეგა-3-ია.
ორგანიზმში ომეგა-3-ის საჭირო ბალანსს შეგივსებთ თევზის ქონი, რომელიც უნდა მიიღოთ წელიწადის ცივ სეზონში, ჭამის წინ და დააყოლოთ ცოტა წყალი. თევზის ქონი სწრაფად აითვისება მაგარ საკვებთან ერთად.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით