უჩინარი დაავადება
08-09-2014
უჩინარი დაავადება
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიით ძალ2იან ბევრი ადამიანია (მათ შორის უმეტესობა ქალი) დაავადებული. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის დიაგნოსტირება ჭირს და ყოველთვის არ ემორჩილება მკურნალობას. დაავადებულებს აწუხებთ წნევის მერყეობა, თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება, დარღვეული აქვთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, გადაღლილობისა და ემოციური განცდებისას ადვილად ფითრდებიან, წითლდებიან, ოფლიანდებიან. მგრძნობიარენი არიან სიცივისადმი, ზოგჯერ უმიზეზოდ იპყრობთ შიში, შესაძლებელია გულის წასვლაც, მწვავედ განიცდიან ამინდის ცვლილებას, ხდებიან მეტეოდამოკიდებულები.

ჩვენს ორგანიზმში არსებობს ვეგეტაციური სისტემა, რომელიც პასუხს აგებს ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციების ბალანსზე. ამ ფუნქციებში შედის
სხეულის ტემპერატურა, გულის რიტმი, არტერიული წნევა და ბევრი სხვ. როდესაც ყველა ფიზიოლოგიური მდგომარეობა ნორმალურია, სავსე ვართ ენერგიით და თუ ეს წონასწორობა ირღვევა, იწყება დისბალანსი - ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია.

მტკიცება იმისა, რომ ყველა დაავადების მიზეზი ნერვებია, 100%-ით მიესადაგება ამ დაავადებას. რისკის ჯგუფში არიან ის ადამიანები, რომელთაც მემკვიდრეობით
გადმოეცემათ მეტისმეტად აღგზნებული ნერვული სისტემა. ისინი, როგორც წესი, ძალიან ემოციურები, ეჭვიანები, თვითკრიტიკულები, დეპრესიულები, ჩაკეტილები, მერყევნი არიან, ხშირად აწუხებთ ფობიები. მაგალითად, შიში სიმაღლის, სიბნელის, ლიფტში ჩაკეტვის, მეტროსი და სხვ.
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის დროს საჭიროა კომპლექსური მკურნალობა - წამლით და წამლის გარეშე. ექიმები ურჩევენ პაციენტებს, მოიწესრიგონ ძილი, იკვებონ სწორად, რომლის დროსაც ყურადღება უნდა მიაქციონ გულის რიტმსა და სუნთქვას.

წნევის დასარეგულირებლად საჭიროა თავის (სახელდობრ: თხემისა და კეფის), კისრისა და ყელის მასაჟი, კონტრასტული შხაპის მიღება სიმშვიდის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში.
თუკი შეასრულებთ ამ რჩევებს, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დაავადებები არ შეგაწუხებთ...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით