ძლიერი იმუნიტეტი - ჯანმრთელობის საწინდარი
08-09-2014
ძლიერი იმუნიტეტი - ჯანმრთელობის საწინდარი
ჩვენს ორგანიზმში ყოველდღე წარმოიქმნება 12 მილიარდამდე ახალი უჯრედი. მათგან 80 მილიონი - მუტანტია, რომელთა აღმოჩენა და მოსპობა იმუნური სისტემის მოვალეობაა. ამავე დროს, ის იძულებულია, მოიგერიოს გარე აგრესორები - ვირუსები, ბაქტერიები და სხვა უცხო აგენტები. განსაკუთრებით უჭირს მწვავე რესპირატორული ინფექციების ეპიდემიის დროს. ძლიერ იმუნიტეტს შეუძლია გაუმკლავდეს მათ, დასუსტებულ იმუნიტეტს კი უჭირს მათთან ბრძოლა.

სისუსტის, სწრაფად დაღლის, მეხსიერების დაქვეითების, უგუნებობის მიზეზად ბევრს მიაჩნია სუსტი იმუნიტეტი და იწყებენ წამლებით მის გაძლიერებას. თუმცა ექიმებს
მიაჩნიათ, რომ მათი მიზეზი შეიძლება იყოს დეპრესია, ქრონიკული ინფექციები - ვიტამინების დეფიციტი და ამ მიზეზების გამოვლენა შეუძლია თერაპევტს. ასევე, უკონტროლოდ იმუნომოდულატორების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად, აუტოიმუნური (ორგანიზმი თავის ქსოვილს აღიქვამს, როგორც უცხოს და გამოიმუშავებს მათ წინააღმდეგ ანტისხეულებს) თუმცა, არ შეიძლება უსასრულოდ იმუნიტეტის დატვირთვა,
ბოლოს და ბოლოს, გამოიფიტება და ვეღარ შეძლებს თავისი ფუნქციების შესრულებას, ამიტომ იმუნომოდულატორების მიღებას უნდა აკონტროლებდეს ექიმი.

გახსოვდეთ: ყველაზე საიმედოა იმუნიტეტის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესით და არა წამლებით. იკვებეთ სწორად (იმუნიტეტს "უყვარს" A, C და E ვიტამინები, რკინა და თუთია), რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ ჰაერზე, იყავით ფიზიკურად აქტიური, გამოიძინეთ, უარი თქვით მავნე ჩვევებზე, მოერიდეთ სტრესს, გაცივების სეზონში მიიღეთ ადაპტოგენები - პოლივიტამინები, სამკურნალო ბალახების ნაყენი (მაგალითად ელეუთეროკოკის, ლიმონურას, ექინაცეასი). სასურველია, რჩევისთვის მიმართოთ ექიმს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით