როცა ბავშვი კბილებს აკრაჭუნებს - მიზეზები და გამოსავალი
15-09-2014
როცა ბავშვი კბილებს აკრაჭუნებს - მიზეზები და გამოსავალი
ძილში ბავშვის კბილების კრაჭუნი, იგივე ბრუქსიზმი, ბევრ დედას ურღვევს სიმშვიდეს. მითი იმის შესახებ, რომ ეს მოვლენა ბავშვის ორგანიზმში ჭიების არსებობას უკავშირდება, დიდი ხანია გაქარწყლებულია. კბილებკრაჭუნა ბავშვებს შორისაც იმდენს ჰყავს ჭია, რამდენიც არაკრაჭუნა ბავშვებს შორის.

რა არის კბილების კრაჭუნის მიზეზი? - ამ კითხვაზე ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ბრუქსიზმი შეიძლება უკავშირდებოდეს სტრესსა და ძილის დარღვევას, ასევე გენეტიკურ ფაქტორს. ასევე დადგენილია, რომ ეს პრობლემა ბიჭებს შორის უფრო გავრცელებულია, ვიდრე გოგონებს
შორის.
ბრუქსიზმი დაავადება არ არის, არც დაავადების ნიშანი და შესაბამისად, მკურნალობაც არ სჭირდება. სამაგიეროდ, სისტემატური ზეწოლა კბილებზე თანკბილვის დარღვევის რისკს ზრდის. შეიძლება, დაზიანდეს კბილის ემალი, რაც შემდგომში კარიესის გაჩენას შეუწყობს ხელს. ანუ თუ კრაჭუნი დიდხანს, 20-30 წუთსა და მეტხანს გრძელდება, ზომების მიღებაა საჭირო.

1. ვინაიდან
სტრესი ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ითვლება, ეცადეთ დაძინებამდე 1-2 საათი ბავშვის გვერდით გაატაროთ. ესაუბრეთ, წაუკითხეთ, შეძლებისდაგვარად შეუქმენით პოზიტიური განწყობა, რათა საწოლში აბსოლუტურად დამშვიდებული ჩაწვეს.
2. დაძინებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ავახშმეთ. მით უმეტეს, შეიკავეთ თავი ძნელად მოსანელებელი საკვებისგან, როგორიცაა ტკბილეული და ბუტერბროდები.
3. დღისით აუცილებლად შესთავაზეთ მაგარი საკვები, უმი სტაფილო, ვაშლი, კომბოსტოს მკვრივი გული. საღეჭი კუნთების დღისით დატვირთვა მათ ტონუსს ღამის საათებში შეამცირებს.
4. ბავშვთა სტომატოლოგს შეუძლია დაგიმზადოთ სპეციალური დამცავი გარსი, რომელსაც ძილის წინ კბილებზე მოარგებთ. ამით კბილებს ტრავმისგან დაიცავთ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით