ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

მენჯ-ბარძაყის სახსრების კოქსართროზის დროს:

დაფქვით 10 აბი რომელიმე ანალგეტიკი, მაგალითად ტემპალგინი, ჩაყარეთ ბოთლში და დაასხით 2-3 ს/კ არაყი (ან სპირტი), შეანჯღრიეთ და გააჩერეთ 4-5 დღე. შემდეგ გაწურეთ. ხაოიანი პირსახოცი რამდენიმე ფენად დაკეცეთ, დაასველეთ ძალიან ცხელ წყალში, სწრაფად გაწურეთ და დაიდეთ მტკივან ადგილზე. გაიჩერეთ გაცივებამდე (არა უმეტეს 1 წუთისა), შემდეგ ხელისგულები დაისველეთ ნაყენით და დაიზილეთ მტკივნეული ადგილები. შემდეგ დაითბუნეთ. პროცედურა გაიმეორეთ.

დიარეის (კუჭის აშლილობა) დროს: ქათმის კუჭის თხელი აპკი კარგად გარეცხეთ, გაახმეთ და დაფქვით. მიიღეთ თითო ჩ/კ ჭამის წინ და წყალი დააყოლეთ. საკმარისია 3-ჯერ მიიღოთ.

კოლიტის დროს - თითო ჩ/კ დაქუცმაცებულ ასისთავას, სალბსა და გვირილას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, თავდახურული გააჩერეთ 1 საათი. გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ ნახარში დღეში 5-6-ჯერ.

გასტრიტის (მაღალი მჟავიანობით) დროს ყოველ დილას, 10 დღის განმავლობაში სვით 3/4 ჩ/ჭ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი. 10-დღიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.