ზღვის წყალმცენარეები სილამაზის სამსახურში - კვირის პალიტრა

ზღვის წყალმცენარეები სილამაზის სამსახურში

ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარ ზღვის წყალმცენარეებს იყენებენ როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს პროფილაქტიკის მიზნით, ასევე ონკოლოგიაშიც. ექიმები დაბეჯითებით გვირჩევენ, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად დღეში 2 ჩ/კ წყალმცენარეები ვჭამოთ.

წყალმცნარეების სასარგებლო თვისებებს ყურადღება მიაქციეს კოსმეტოლოგებმაც. თალასოთერაპიის პროცედურებს შეუძლია გაუმკლავდეს დაბერების პირველ ნიშნებს, ცელულიტს, მოდუნებულ კანს, პიგმენტურ ლაქებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ზღვის წყალმცენარეები ხელს უწყობს წიდებისა და ტოქსინების გამოდევნას, აჩქარებს დაგროვილი ცხიმების დაშლას, არის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალება ვენების გაგანიერების დროს.

ზღვის წყალმცენარეების ნიღბები ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, ამცირებს ფორებს, ატენიანებს კანს, აფეხებს კანის დაბერებას, უნარჩუნებს კანს ელასტიკურობას.

გთავაზობთ სახის კანის ნიღაბს - რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს. აქვს ლიფტინგის ეფექტი, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, კვებავს და ატენიანებს სახის კანს:

1ს/კ წყალში დამბალ, გამხმარ ლამინარიას დაამატეთ 50 გ წყალი და 2 ჩ/კ თაფლი. ნიღაბი წაისვით მსუბუქი მოძრაობით სახეზე და 8-10 წუთის შემდეგ მოიშორეთ სველი ბამბით.