ანგინა გადამდებია - კვირის პალიტრა

ანგინა გადამდებია

მწვავე ტონზილიტი - ანგინა ინფექციური დაავადებაა, რასაც იწვევს ვირუსები, ბაქტერიები და სოკო. თუმცა, ყელის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ხახისა და ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებასთან - რომელიც ანგინის მიზეზი არ არის.

ანგინის გამომწვევი ვირუსები მოხვდება თუ არა ნუშისებრი ჯირკვლებისა და ხახის არეში, ვითარდება შეშუპება და ანთება. ავად გახდომისთანავე თუ მკურნალობას დაიწყებთ, შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეთ. ამისათვის საჭიროა ყელში გამოივლოთ ფურაცილინისა და მანგანუმის ღია ფერის ხსნარი და სხვა ანტისეპტიკები:  გულყვითელას, გვირილას, სალბისა და ცაცხვის თბილი ნაყენი გამოივლეთ 2-3 საათში ერთხელ (პროცედურა ჩაიტარეთ ჭამის შემდეგ). მიიღეთ ბევრი სითხე, რომელიც ყელის ლორწოვანიდან აშორებს მავნე მიკროორგანიზმებს და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

ანთებას სწრაფად აქრობს ინჰალაცია - წყალს დაამატეთ ევკალიპტის, სოჭის, სალბის, ეთეროვანი ზეთის რამდენიმე წვეთი (წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 0ჩ-ს) თავზე გადაიფარეთ ტილო და ისუნთქეთ თბილი, არომატული ორთქლი.

ყელზე შეიძლება გაიკეთოთ წყლისა და სპირტის კომპრესი, რომელიც აჩქარებს სისხლის მოძრაობას, აყუჩებს ტკივილსა და ხელს უწყობს სწრაფად გამოჯანმრთელებას. არარეკომენდებულია ამ პრეპარატების მიღების შემდეგ 0,5 საათის განმავლობაში ჭამა და სითხის მიღება, რათა წამლების მოქმედება მინიმუმამდე არ შემცირდეს.

სწრაფად რომ გამოჯანმრთელდეთ, მენიუდან გამორიცხეთ უხეში და სანელებლებიანი საკვები, მიირთვით ფაფები, წვნიანი, მოხარშული ბოსტნეული, ახალი პური. ერთადერთი გამონაკლისია ხახვი და ნიორი, რომლებიც შეიცავენ ანთებსაწინააღმდეგო თვისების ეთეროვან ზეთს და ფიტონციდებს.

თუ 2 დღის განმავლობაში სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, რათა გამორიცხოთ ბაქტერიული ინფექცია და ანგინამ არ გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები (რევმატიზმი და მის ფონზე - გულის მანკი, თირკმელებისა და ფარისებრი ჯირკვლების ანთება), მიმართეთ თერაპევტს და ოტორინოლარინგოლოგს.

ცნობისთვის: ანგინით შეიძლება დაავადდეთ არა მარტო კოცნით, არამედ ჰაერწვეთოვანი გზით, საკვების და საერთო ჭურჭლის გამოყენებით.