ყველა დაავადების მიზეზი ნერვიულობაა - კვირის პალიტრა

ყველა დაავადების მიზეზი ნერვიულობაა

თანამედროვე ცხოვრების რიტმი ნერვებს გიშლით, გაღიზიანებთ. ამიტომ აუცილებელია დაასვენოთ გადაღლილი ნერვები. ამაში დაგეხმარებათ ხალხურ

მედიცინაში ცნობილი სვია.

სვიის გირჩა შეიცავს 80% ფისს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთს. სვიით დამზადებულ სამკურნალო საშუალებებს აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისება.

გთავაზობთ რეცეპტებს:

სვიის ჩაი: 1-2 ჩ/კ სვიის გირჩას დაასხით 150 მლ მდუღარე წყალი, თავდახურული 10-15 წუთი გააჩერეთ. გაწურეთ და სვით 2-3 ფინჯანი დღეში.

ძილის წინ მიიღეთ დამამშვიდებელი აბაზანა: აბაზანაში ჩაასხით 1 ჩ/კ სვიის ზეთი, 1 ს/კ თაფლი და 10-15 წუთით ჩაწექით თბილ წყალში. ნერვები დაგიმშვიდდებათ.