ბროწეული - კვირის პალიტრა

ბროწეული

ბროწეული ააქტიურებს ღვიძლის უჯრედებს, გამოდევნის ორგანიზმიდან შარდმჟავას, წიდებისგან წმენდს სისხლს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, იცავს

ორგანიზმს ვირუსებისგან, ხსნის ტოქსიკოზს ორსულობის დროს, აჯანსაღებს ორსულსაც და ნაყოფსაც. აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ თუ ჩვილის საკვებს რამდენიმე წვეთ ბროწეულის წვენსაც დავამატებთ, ადრე დაიწყებს ლაპარაკს და მეტყველებაც მკაფიო ექნება.

სპეციალისტები ამას მიაწერენ ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელ კაროტინსა და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც უხვადაა ბროწეულის მარცვლებში. დაიხსომეთ: მჟავე ჯიშის ბროწეულის წვენი წყალში უნდა გააზავოთ.