დაიბრუნეთ ფორმა - კვირის პალიტრა

დაიბრუნეთ ფორმა

თუ გსურთ მსუყე ლხინის შემდეგ დაიბრუნოთ სასურველი ფორმა, ყოველდღიურად მიირთვით დაბალკალორიული საკვები. დაიცავით ეს წესები:

1. არ ჭამოთ მაძღრისად;

2. ტრაპეზი დაიწყეთ ბოსტნეულის სალათით;

3. ჭამეთ არანაკლებ 3-4-ჯერ დღეში;

4. მიიღეთ დღეში არანაკლებ 1,5-2 ლ სითხე;

5. საკვები მიირთვით სიამოვნებით.

ნებისმიერი დიეტა, რომელიც ზღუდავს სითხის მიღებას, განსაკუთრებით საშიშია თირკმლებისთვის, რომელმაც დღეში 4 ლ სითხე უნდა გაფილტროს. ასეთი დიეტა "აშრობს" ორგანიზმს, და საკმარისია, დიეტის შემდეგ დაიწყოთ სითხის მიღება, რომ ისევ მოიმატებთ წონაში.

გთავაზობთ მარტივი დიეტის რეცეპტებს:

1 ჩ/ჭ წიწიბურას დაასხით 1%-იანი კეფირი, მაცივარში გააჩერეთ 1 ღამე და მიიღეთ დღის განმავლობაში. შუალედში შეგიძლიათ ჭამოთ მჟავე ხილი, მჟავე კომბოსტოს სალათა, ნებისმიერი მწვანილი, 1 ს/კ თაფლი, წყალი და მწვანე ჩაი.

დიეტა ექსტრემალებისთვის:

პირველი დღე: აერღუმელში შემწვარი წიწილა გაყავით 4 ნაწილად და ჭამეთ დღის განმავლობაში, წყალი და ბალახეულის ჩაი სვით რამდენიც გინდათ.

მეორე დღე: 300 გ ხბოს მოხარშული ხორცი გაყავით 3 ნაწილად და მიირთვით დღის განმავლობაში. მიიღეთ არანაკლებ 1-1,5 ლ წყალი და მწვანე ჩაი.

მესამე დღე: დალიეთ 3-5 ფინჯანი შავი ყავა და ჭამეთ 1-2 ნაჭერი ორცხობილა, სვით უგაზო მინერალური წყალი.