ფიტოთერაპია - ათეროსკლეროზის წინააღმდეგ
03-11-2014
ფიტოთერაპია - ათეროსკლეროზის წინააღმდეგ
ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, გარდა წამლებისა, საუკეთესო დამატებითი საშუალებაა ფიტოთერაპიაც. სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ ისეთი მცენარეები, რომლებსაც აქვთ ანთებსაწინააღმდეგო თვისება, აუმჯობესებენ ათეროსკლეროზის ბალთების წარმომქმნელ ლიპიდურ (ცხიმოვან) ცვლას, ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს. ეს მცენარეებია: ჟენშჩენი, ელეუტეროკოკი, ლიმონურა, მარმუჭი, დათვისკენკრა, თირკმლის ჩაი, გლერძი, ყვითელი ძიძო, თავშავა, კრაზანა, მარწყვი, სამყურა, ბარისპირა, ჭინჭარი, სელი, ხახვი, ჟოლო, თავკომბალა, პიტნა, ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, შავბალახა, გვირილა, ცირცელი, ძირტკბილა, ბერულა, ფარსმანდუკი, კამა, ვარდკაჭაჭა, ბეგქონდარა, ორკბილა, ნიორი, სალბი, ასკილი.

გთავაზობთ ერთ-ერთ რეცეპტს:
შეურიეთ
ერთმანეთს 2 წილი კრაზანა, 3-3 წილი მრავალძარღვასა და ბაბუაწვერას ფოთლები და ფესვები, 2 წილი ყვითელი ძიძო, თითო წილი პიტნისა და მოცვის ფოთლები. 2 ს/კ ნაერთს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, მიიღეთ 100 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე - ერთი თვის განმავლობაში. აუცილებლობის
შემთხვევაში ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
ახლა გაგაცნობთ ზოგიერთი სამკურნალო მცენარის თვისებებს:
1. ბაბუაწვერას ფესვები ხსნის გულის, კუჭისა და ნაღვლის ბუშტის და, რაც მთავარია, სისხლძარღვების სპაზმებს. ბაბუაწვერა ხელს უწყობს ქოლესტერინის ბალთების განლევას, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას.
პიტნა, გარდა იმისა, რომ ხსნის სპაზმებს, ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლით მომარაგებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია ინსულტგადატანილებისთვის.
ყვითელი ძიძო ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და ხელს უწყობს მათ გაწოვას, ათხელებს სისხლს ისე, რომ არ აზიანებს ერითროციტებს. ანთებითი პროცესების ჩაქრობის შემდეგ ყვითელი ძიძო აღადგენს არტერიის შიდა გარსს და აუმჯობესებს მის მუშაობას.
მოცვის ფოთლები ხელს უშლის ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებას და ეხმარება თირკმლებს ქოლესტერინის გაფილტვრაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით