როგორ ავიცილოთ თავიდან რაქიტი
10-11-2014
როგორ ავიცილოთ თავიდან რაქიტი
ცნობილია, რომ D ვიტამინის ნაკლებობა რაქიტს იწვევს. "რაქიტი" აღიქმება, როგორც ძალიან საშიში დაავადება, საკმარისია ექიმმა დასვას დიაგნოზი - რაქიტი, რომ მშობლები ეძებენ მეთოდებს ბავშვის გადასარჩენად. სინამდვილეში ბევრი მეცნიერი საერთოდ არ განიხილავს რაქიტს, როგორც დაავადებას. რა თქმა უნდა, იგულისხმება მისი მსუბუქი გამოვლინება. მაინც რა არის რაქიტი?

რაქიტი ბავშვთა დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული. ახასიათებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლის დარღვევა, ძვლოვანი ქსოვილების სპეციფიკური დაზიანება.
კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში D
ვიტამინი არეგულირებს. იგი გამომუშავდება კანქვეშ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. ეს სხივები ხშირად არ ჰყოფნის ბავშვს, მაგალითად, მაშინ, თუ ზამთარში დაიბადა, ნაკლებად იმყოფებოდა სუფთა ჰაერზე და ა. შ. რაქიტის პროფილაქტიკა არ არის ძნელი, საჭიროა, ბავშვი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან 5-10 წუთით მიაჩვიოთ სუფთა ჰაერზე ყოფნასა და ძილს. თანდათან
ეს დრო გაზარდეთ და ეცადეთ, დღე მზიან ამინდში, სუფთა ჰაერზე გაატაროთ. რეგულარულად ანიავეთ ბავშვის ოთახი, ჩააცვით თავისუფლად, არ შეფუთნოთ. გაზაფხულის ან ზაფხულის თბილ, მზიან ამინდში ბავშვი დილას და 5-6 საათის შემდეგ, უნდა ატარებდეს მზეზე. ასევე, ზამთარშიც, განსაკუთრებით კარგ ამინდში, ხშირად უნდა იმყოფებოდეს გარეთ.

რაციონში დამატებითი საკვების შემოსვლის შემდეგ (იგი საერთო დღიურ ნორმაზე 1/3-ით მეტია), ექიმი უნიშნავს D ვიტამინს. დოზა ირჩევა წელიწადის დროის მიხედვით და იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის ფაფებს იღებს ბავშვი. მზა ფაფების შემადგენლობაში ხშირად შედის ეს ვიტამინი. თუ ბავშვი ან დედა, რომელიც ძუძუთი კვებავს პატარას, ნახევარი საათი მაინც იმყოფება მზეზე, დამატებით D ვიტამინის მიღება არაა საჭირო. რაქიტის აქტიური პროფილაქტიკა აქტუალურია ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით.

ჩვეულებრივ, D ვიტამინი ორგანიზმში არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებაში. პაციენტები DD ვიტამინს კარგად იტანენ, თუმცა დიდი დოზით მიღებას შეიძლება მოჰყვეს სისუსტე, ძილიანობა, თავის ტკივილი, უმადობა, პირის სიმშრალე. თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით