როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში
17-11-2014
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში
რამდენიმე რჩევა ქალბატონებს:

პირველი ეტაპია - კანის გაწმენდა:
თქვენი ასაკისა და კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ სახის გასაწმენდი კომპლექსური საშუალებები. რადგან კანის მდგომარეობაზე ზეგავლენას ახდენს ძალიან ბევრი ფაქტორი (წელიწადის დრო, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, სტრესები და ა.შ.), სახის გაწმენდის საშუალებები დროდადრო უნდა შეცვალოთ.
ცხიმიანი და კომბინირებული სახის კანის გასაწმენდად შეიძლება იხმაროთ თხევადი ანტისეპტიკური საპონი, რომელიც საუცხოოდ ასუფთავებს ფორებს, აცილებს ჭუჭყსა და კოსმეტიკას. ამის შემდეგ სახე გაიწმინდეთ ფიტოლოსიონით, რომელიც მოგაშორებთ წყალში შემავალ
მარილებს, მინერალებსა და შეამჭიდროვებს გაფართოებულ ფორებს.
მშრალი კანის მქონეებმა სახე უნდა გაიწმინდონ გამწმენდი რძით ან უსპირტო ლოსიონით.
პილინგითაც შეიძლება სახე გაიწმინდოთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად, შემდეგ აუცილებელია სახეზე წაისვათ მატონიზებელი კრემი, რომელიც შეიცავს ავოკადოს ზეთს. ის ატენიანებს კანს, აახალგაზრდავებს და ამშვიდებს პილინგის დროს გაღიზიანებულ კანს.

მეორე
ეტაპია - კანის კვება:
კანის კვება მკვებავი კრემებით სავალდებულო არ არის, უკეთესი იქნება, თუ ამისთვის გამოიყენებთ ახალ ხილსა და ბოსტნეულს.
მშრალი კანისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცხარი, ძახველი, ჟოლო, ქაცვი, შინდი, ყურძენი, მოცვი... ნებისმიერი კენკრა დაჭყლიტეთ, დაამატეთ იმავე რაოდენობის არაჟანი და წაისვით სახეზე. ჩამოიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ.
ბოსტნეულის ნიღაბი - ისევე მზადდება (კიტრის, პომიდვრის, გოგრის და ა.შ.), როგორც კენკრისა; არაჟნის მაგივრად შეგიძლიათ დაამატოთ მცენარეული ზეთი.
ცხიმიანი კანისთვის - გახეხილ მჟავე ვაშლს დაამატეთ ხაჭო და წაისვით სახეზე (ხაჭო შეგიძლიათ ფქვილით შეცვალოთ) და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ.
მწვანე მსხლის ნიღაბიც ისევე მზადდება, როგორც ვაშლისა, განსხვავება ის არის, რომ უნდა დაიცვათ ზუსტი პროპორციები, გახეხილ მსხალს დაამატეთ 3 ს/კ ხაჭო.
ხორცსაკეპში გატარებულ პომიდორს დაამატეთ 1 ს/კ ხაჭო.
ნორმალური სახის კანისთვის ნიღბად შეიძლება გამოიყენოთ ყურძენი. ყურძნის რამდენიმე მარცვალი დაჭყლიტეთ და წაისვით სახეზე, 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით