რას ხატავს ჩვენი პატარა?
08-12-2014
რას ხატავს ჩვენი პატარა?
ბავშვის ნახატის მიხედვით შეიძლება ბევრი რამე გავიგოთ: უფროსების გრძელი ხელები ნიშნავს - ბავშვს ეშინია დასჯის; ახლობლების დიდი და სქელი ფეხები - ბავშვი არცთუ კარგად გრძნობს თავს, მას, რომელიც ხშირად ეჩხუბება - ბავშვს ავიწყდება დაუხატოს პირი.

ცისარტყელას ყველაფერი

პატარა ოჯახის უსაყვარლეს წევრს ხატავს იმავე ფერით, როგორითაც თავის თავს. აქტიური ბავშვები ირჩევენ თბილ ფერებს, ცივს - მშვიდი, მეოცნებე და სერიოზული პატარები. თეთრი და შავი ფერის კონტრასტული შეხამება გამოხატავს შინაგან კონფლიქტს, რომლის გადაწყვეტაც
დამოუკიდებლად არ შეუძლია ბავშვს.

საერთო პორტრეტი

ბავშვის ნახატში ოჯახის ყველა წევრი ხელიხელჩაკიდებულია, ერთიმეორის გვერდითაა დახატული. ე.ი. ბავშვი გრძნობს, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთთან მეგობრულადაა.
პატარა თავის ახლოს ხატავს ყველაზე ახლობელ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა. ლამაზად დახატული მოღიმარი სახეები, ყვავილები და საჰაერო ბუშტები - უტყუარი
ნიშანია იმისა, რომ ბავშვი ამ სამყაროში კარგად გრძნობს თავს.

როგორ ხატავს თავის თავს პატარა

პატარა, რომელიც გარემოსა და სამყაროში არცთუ კარგად გრძნობს თავს, თავის თავს ხატავს თითებგაფარჩხულს და განზე ხელებ გაშლილს, არაპროპორციულად გრძელფეხებას და უნდა ვიფიქროთ, რომ ის მიისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ, თუ ხელები ზევითაა აწეული - ხელები ლაპარაკობს მის შეუპოვრობაზე, რომელიც გადადის სიჯიუტეში, დიდ ამბიციასა და დაფარულ აგრესიაშიც კი.

მამა, დედა და მე...

დააკვირდით, როგორი თანამიმდევრობით დახატა პატარამ ოჯახის წევრები. თუ პირველ ადგილზე თავისი თავი დახატა, არ ჩათვალოთ, რომ ეგოისტია, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ის ხომ ქმნის თავის სამყაროს, სადაც თვითონ არის ყველაზე მთავარი.

თუ პატარამ მარტო თავის თავი დახატა, ე.ი. ის თავს ოჯახის წევრად არ გრძნობს.
თავის ახლოს ხატავს ყველაზე საყვარელ ადამიანს, რომელსაც ენდობა. უმცროსი დები და ძმები სხვებისგან მოშორებით აღმოჩნდნენ? ე.ი. პატარა ეჭვიანობს.
თუ პატარამ თავისი თავი მეორე ადგილზე დახატა, ე.ი. მარტოდ გრძნობს თავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით