დელიკატური თემები... - კვირის პალიტრა

დელიკატური თემები...

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ყველა იმ დაავადებიდან, რომელიც თანამედროვე ადამიანს აწუხებს და რომლის გამხელა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ სურს, შარდსასქესო ორგანოების სისტემისა და ნაწლავების დაავადებებია. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ეს დაავადებები რთულდება და მათი მკურნალობაც დიდ დროს მოითხოვს. ეს დაავადებებია: პირიდან სუნი, მეტეორიზმი, ჰემოროი (ბუასილი)... საბედნიეროდ, დღეს ეს დაავადებები იკურნება, მთავარია, დროულად მივმართოთ ექიმს.

პირიდან სუნის მთავარი პრობლემაა კბილებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება. ამიტომ ავადმყოფმა უპირველესად, უნდა მიმართოს სტომატოლოგსა და გასტროენტეროლოგს. პირიდან სუნი შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების დაავადებებმა, ენდოკრინულმა დარღვევებმა. კიდევ არის ერთი მიზეზი - პირის სიმშრალე. პირის ღრუში არასაკმარისი ნერწყვის დროს აქტიურად იწყებენ გამრავლებას ანაერობული ბაქტერიები, რომლებიც ორგანიზმში იწვევენ ცუდ სუნს. ამიტომ საჭიროა პირის ღრუში სასურველი სისველის შენარჩუნება, რისთვისაც ყოველთვის თან უნდა გქონდეთ წყლიანი ბოთლი. როგორც კი იგრძნობთ პირის ღრუში სიმშრალეს, სწრაფადვე მოსვით რამდენიმე ყლუპი წყალი. ასევე შეიძლება გამოიყენოთ საღეჭი რეზინი, რომელიც ასტიმულირებს ნერწყვის წარმოქმნას.

შარდის შეუკავებლობა უმეტეს შემთხვევაში ქალებს მშობიარობის შემდეგ ემართებათ. \ ანატომიური ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. მაგრამ, როდესაც შარდსასქესო ორგანოს ფუნქცია დარღვეულია არა ანატომიური ცვლილებებით, ექიმი უნიშნავს ავადმყოფს პრეპარატებს, რომლებიც ტონუსს მატებს შარდის ბუშტს.

მეტეორიზმი, როგორც წესი, თავს იჩენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს. პირველი მიზეზია ქრონიკული პანკრეატიტი, რომლის დროსაც ირღვევა პანკრეატიტის საჭმლის მომნელებელი ფერმენტის სინთეზი, რომელიც მონაწილეობს ცილების დაშლაში.

სხვა მიზეზებია - დისბაქტერიოზი და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება. ყველა შემთხვევაში - ავადმყოფმა უნდა მიმართოს გასტროენტეროლოგს, რომელიც დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს დაუნიშნავს მკურნალობას.