ზამთარი და სანელებლები - კვირის პალიტრა

ზამთარი და სანელებლები

სპეციალისტების აზრით, ზამთარში ნაღვლიანობას და მოწყენილობას იწვევს მზის სხივების უკმარისობა. გუნება-განწყობილების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ვანილი და დარიჩინი. საკმარისია ამ სანელებელთა სურნელის შესუნთქვა, რომ გახალისდეთ.

სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ბეგქონდარა, რომელიც იმავე დროს აუმჯობესებს მეხსიერებას. ხოლო ვისაც წვრილმანიც კი აღიზიანებს, დაეხმარება პიტნისა და თავშავას ნახარში.

ცივ ამინდში გაგათბობთ და გაგახალისებთ ცხელი შოკოლადი ან კოჭას (იმბირის) ჩაი. სხვათა შორის, კოჭას აქვს ანტიბაქტერიული თვისება, სასარგებლოა გაცივების დროს.

გთავაზობთ კოჭას ჩაის რეცეპტს:

0,5 სმ კოჭას ნედლი ფესვი გახეხეთ წმინდად, დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5-10 წუთი, დაამატეთ 2 ჩ/კ თაფლი და დალიეთ.

ცხელ შოკოლადს ასე მოამზადებთ:

2 ს/კ კაკაოს ფხვნილი გახსენით 100 მლ რძეში, შეურიეთ 2 ჩ/კ შაქრის ფხვნილი, ერთი მწიკვი პილპილი და მიიყვანეთ დუღილამდე, შეაგრილეთ და დალიეთ.

გაგაცნობთ ზოგიერთი სანელებლის თვისებებს.

მიხაკი ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს. ხსნის მუცლის შებერილობას და ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.

ვანილი ამშვიდებს ადამიანს. მისი არომატი გაგახალისებთ.

ილი ხსნის დაძაბულობას და სტრესს.

1 ს/კ თაფლს დამატებული ანისულის 2 წვეთი ამსუბუქებს ბრონქიტის დროს ხველებას.

დარიჩინი სასარგებლოა გულისთვის და აჩქარებს ავადმყოფობის შემდეგ ფიზიკური ძალების აღდგენას.

პილპილი - საჭმლის მონელების ძლიერი სტიმულატორია.