ნატურალურია და ადვილი - კვირის პალიტრა

ნატურალურია და ადვილი

გთავაზობთ ზამთარში სახის კანის მოვლის ხალხურ საშუალებებს:

1. სახის კანის საუკეთესო მატონიზებელი საშუალებაა ახალგამოწურული პომიდვრის წვენისა და რძის ნარევი (1:1), რომელიც წმენდს, აახალგაზრდავებს, კვებავს, არბილებს, ასწორებს და ჭიმავს სახის კანს.

თუ ფორებიანი კანი გაქვთ, სახეზე წაისვით მკვებავი კრემი და 20-30 წუთით დაიწყეთ თხლად დაჭრილი პომიდორი. შემდეგ ჩამოიბანეთ.

შერეული ტიპის სახის კანის დროს ყელსა და ლოყებზე 15 წუთით დაიდეთ პომიდვრის თხელი ნაჭრები, შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე - კიტრისა.

2. მშრალი და ნორმალური სახის კანის გაწმენდა რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ, ხოლო ცხიმიანისა - 3-ჯერ. პილინგის წყალობით სახეზე ნაოჭები სწორდება. კანი ხდება ხავერდივით, ნაზი, ვარდისფერი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მაღლდება ტონუსი.

გთავაზობთ პილინგის მარტივ რეცეპტს:

1. 1 ს/კ დაფქულ შვრიის ბურბუშელას შეურიეთ 1 ს/კ გახეხილი სტაფილო და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თითების მსუბუქი, წრიული მოძრაობით მოიშორეთ. პირი დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.