ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის ჯანსაღი ნერვული სისტემის განსავითარებლად აუცილებელია ფოლიუმის მჟავა,

რომლის ნაკლებობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები 7-9 წლის ასაკში უყურადღებობასა და ჰიპერაქტიურობაში იჩენს ხოლმე თავს. ბავშვის ორგანიზმის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის დროს დედის კვებას. ვიტამინების ნაკლებობა აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე. ფოლიუმის მჟავას უკმარისობამ შესაძლოა, თავი იჩინოს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვის ქცევაში (თანატოლებთან, უფროსებთან დაძაბული ურთიერთობა), სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებში (უყურადღებობა, უჭირთ წერა-კითხვა). სპეციალისტები ურჩევენ ორსულებს, - მიიღონ ექიმის მიერ დანიშნული ვიტამინები (ზოგიერთი თავს იკავებს).