დავეხმაროთ იმუნიტეტს - კვირის პალიტრა

დავეხმაროთ იმუნიტეტს

ეპიდემიის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნიტეტს. "არაჯანსაღი" ცხოვრების წესი (სიგარეტი, ალკოჰოლი, უძილობა, დეპრესია, ნერვიულობა, არასწორი

კვება, მძიმე ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, დაბინძურებული გარემო, ხშირი ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები) ასუსტებს ორგანიზმს და ფიტავს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უწყობს ხშირ გაცივებას (წელიწადში 4-6-ჯერ), ჰერპესს, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, ალერგიულ დაავადებებს, ჩნდება საერთო სისუსტის, გადაღლილობის, დამტვრეულობის შეგრძნებები.

იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ შემდეგი რეცეპტები:

250 გ წვრილად დაჭრილ ხახვს დაამატეთ 200 გ შაქარი და 0,5 ლ წყალი, ადუღეთ 1,5 საათი დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ და დაამატეთ 2 ს/კ თაფლი, გაწურეთ და ჩაასხით მინის ბოთლში. მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი 3-5-ჯერ დღეში:

გრიპის პროფილაქტიკისა და ორგანიზმის გასაძლიერებლად: 3-4 ცალი ლიმონი, 1-2 ჭიქა ნიგოზი, 300-300 გ გარგარის ჩირი და ქიშმიში გაატარეთ ხორცსაკებში, დაამატეთ 3-4 ს/კ თაფლი. მიიღეთ, რამდენიც გინდათ.

ხორცსაკეპში გაატარეთ 1 ც ლიმონი და იმავე რაოდენობის შტოში, დაამატეთ 2 წილი თაფლი (1:1:2). მიიღეთ თითო ს/კ დილა-საღამოს (შეინახეთ მაცივარში)

ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ჭამეთ 5-6 ცალი კაკალი.

2 ს/კ კარგად გარეცხილ ნაძვის წიწვს (მდიდარია ასკორბინის მჟავათი) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 20 წუთი ადუღეთ, 30 წუთი გააჩერეთ და გაწურეთ. მიიღეთ შაქარ ან თაფლდამატებული თითო ჩ/ჭ 2-3-ჯერ დღეში. ეს ნახარში აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალას და ხელს უშლის სუროვანდს.

ვიტამინებით მდიდარი თევზის ქონი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ითვლება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად. მიიღეთ მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთარში.

საუკეთესო იმუნომოდულატორია ალოე. 1/2 ჩ/ჭ ალოეს ფოთლების წვენს დაამატეთ თითო-თითო ჩ/ჭ თაფლი, წითელი ღვინო და მიიღეთ 1 ს/კ  2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ.