ყელის ტკივილის მოსარჩენი უებარი მეთოდი
12-01-2015
ყელის ტკივილის მოსარჩენი უებარი მეთოდი
თუ ბავშვს უცებ დაეწყო ყელის ტკივილი, სიმშრალე ან ხველა, დაუყოვნებლივ ჩაუტარეთ ეს პროცედურა.
დაგჭირდებათ ქაცვის ზეთი (იყიდება აფთიაქებში). მოათავსეთ ეს ზეთი საწვეთურში (ე.წ. პიპეტკა) და ცხვირში ჩააწვეთეთ. დიახ, ცხვირში, ვინაიდან პრობლემა უმთავრესად ყელის ზედა ნაწილში იწყება, რომელსაც ყელში სავლებებით ვერ მისწვდებით. იგივე შეიძლება ითქვას სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომელსაც ბავშვი პირიდან იღებს.

ზეთის ცხვირიდან ჩაწვეთება ყველაზე ეფექტური საშუალებაა ყელის სიმშრალის, ტკივილისა და ხველის დროს, რომლებიც ანთებითი პროცესებით, ლარინგიტით ან ფარინგო-ლარინგიტით არის
გამოწვეული.
ქაცვი - შესანიშნავად მოქმედებს ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. ზეთი კი არბილებს ყელს და გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის მგრძნობელობას ამცირებს. შეიძლება სრულად განკურნოს ანთების დაწყებით ეტაპზე.

სხვათა შორის, ქაცვის ზეთი და ქაცვის სანთლები ასევე საუკეთესო საშუალებაა ყაბზობისგან გაღიზიანებული სწორი ნაწლავის, მცირე ჰემოროების სამკურნალოდ.

ქაცვის ნაყენი, ქაცვის
წვენი, (რუსულად "აბლეპიხა" ჰქვია და ბევრი ასე იცნობს) ახალმოხარშული კომპოტი ასევე ძალიან სასარგებლოა პატარებისა და დიდებისთვის. კარგია ხველების დროს, ასევე სასარგებლოა იმუნიტეტისთვის. მას ხშირად ოქროს კენკრასაც უწოდებენ. ხალხურ მედიცინაში ქაცვის ნაყოფს იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, კუჭის სამკურნალო და სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებას.
emigranti
04 თებერვალი 2018 22:45
ტაფლი და კარაქი გადაზილეტ ერტმანეტსჰი და სამჯერ Dგეში ყველაზე კარგი საშვალებააააა. იოლი და ადვილად მოსამზადებელი.
ქეთი
03 თებერვალი 2018 21:46
როცა ასეთ სტატიებს წერთ, იქნებ ექიმებსაც დაეკითხოთ.
თეონა
08 დეკემბერი 2016 16:27
მაინტერესებს ორსულისთვის თუ შეიძლება?ქაცვის ზეთი.

რედაქტორის რჩევით