ნარინჯისფერი მკურნალი - კვირის პალიტრა

ნარინჯისფერი მკურნალი

ფორთოხალი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ებრძვის ვირუსებს და აძლიერებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს კანის სტრუქტურას, სისხლძარღვებს, შეხორცების პროცესს, ხელს უშლის ორგანიზმისთვის მავნე თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, აბრკოლებს კიბოს უჯრედების წარმოშობას.

ეს ციტრუსი შეიცავს   ვიტამინს, რომელიც ასტიმულირებს ქსოვილების სუნთქვასა და სასიკეთოდ მოქმედებს ენდოკრინულ ჯირკვლებზე, თიამინს (B1 ვიტამინი) რიბოფლავინს (B2 ვიტამინი), კაროტინს (A ვიტამინი) და პექტინებს. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

ფორთოხალი ასევე მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით. გლუკოზა ენერგიას მატებს ნერვულ ქსოვილებს, ხოლო ფრუქტოზა ინსულინის გარეშე შეიწოვება.

ფორთოხლის მოყვარულებს არ უნდა ეშინოდეთ ოსტეოპოროზისა და პაროდონტოზის, რადგან კალციუმი, რომელსაც ის შეიცავს, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, ხოლო კალიუმი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, მაგნიუმი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის თირკმლებში კენჭების წარმოქმნას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ეთერზეთები, რომელსაც ფორთოხალი (უპირატესად კანი) შეიცავს, აძლიერებს საჭმლის მონელების პროცესს, წმენდს ორგანიზმსა და ებრძვის მავნე მიკრობებს.