ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ყელის ტკივილის დროს:

- 1/2 ჩ/ჭ ანისულის თესლს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააგრილეთ და გაფილტრეთ. დაამატეთ 1/4 ჩ/ჭ ცაცხვის თაფლი და კიდევ წამოადუღეთ.

გადმოდგით და დაუმატეთ 1 ს/კ კონიაკი. მიიღეთ 1 ს/კ ნახარში ყოველ ნახევარ საათში.

- დაქუცმაცებულ 50 გ ბირკის ფოთოლს დაასხით 1 ლ მდუღარე, გააჩერეთ ცოტა ხანს და გაფილტრეთ, დაამატეთ ცაცხვის ან ვარდის თაფლი. ნაყენი ყელში გამოივლეთ 5-ჯერ დღეში.

- უმადობის დროს - 1 ჩ/კ ანისულის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააგრილეთ, და მიიღეთ 1/2 ჭიქა ჭამამდე 0,5 საათით ადრე. სასარგებლოა მეძუძური დედებისთვისაც.

- ჭარხლის რამდენიმე თავი ხარშეთ მანამ, სანამ სიროფივით არ შესქელდება. მიიღეთ 3/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. მცირე ზომის კენჭები ნელ-ნელა დაიშლება.