რას ამბობს დავით სერგეენკო კომპანია "ევექსსა" და შუახევში დატრიალებულ ტრაგედიაზე?!
11-05-2015
რას ამბობს დავით სერგეენკო კომპანია "ევექსსა" და შუახევში დატრიალებულ ტრაგედიაზე?!
დავით სერგეენკო: "კერძო კლინიკა ბიზნესის ნაირსახეობაა, მაგ­რამ მფლობელებს უნდა ესმოდეთ, რომ პირველი ღირებულება არა ფული, არამედ ადამიანის სიცოცხლეა"

4 მაისს შუახევის რაიონში, კომპანია­ "ევექსის" საავადმყოფოში 25 წლის და­ვით­­ დავითაძე გარდა­იცვალა. დაჭრილი პაციენტი­ საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა, მაგ­რამ არც ქირურგი დახვდა და არც შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი.­ ახალგაზრდა კაცი დახმარების მოლოდინში, სისხლისგან­ დაიცალა. ამ ტრაგედ­იამდე რამდენიმე დღით ადრე საავადმყოფ­ოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პაციენტი, ოთარ დავითაძე­ც გარდაიცვალა. ექიმი არც მას დახვედრია ადგილზე.

რაიონში არსებულ ერთადერთ საავადმ­ყოფოში პრობლემები გასული­ წლის სექტემბრიდან დაწყებულა - მეპატრონეები აპირებდნენ აპარატურის გატანას,­ რაც მოსა­ხ­ლეობამ არ დაანება, მაგრამ ექიმები ვერ შეაჩერეს - ანაზღაურების შემცირების­ გამო, საუკეთესოები წავიდნენ.

"ნახევარ­ წელზე მეტია "ევექსისგან" სა­თ­ან­ადო მომსახურების აღდგენას ვითხოვთ­. გამოსავალი ტრაგედიის შემდეგაც არ ჩანს, აცხადებენ, რომ ადგილზე იქნება
რეანომ­ო­­ბილი, რომელიც მძიმე და გადაუდებელ შემთხვევაში პაციენტს ბათუმში­ გადაიყვანს. ეს სამედიცინო დახმარება კი არა, ადამიანის ბედით თამაშია! 35 კმ-ის დაშორ­ებით მდებარე სოფლიდან ჩამოსული ორს­ული, რომელსაც მშობიარობა ეწყება, კიდევ­ რამ­დენიმე ათეული კილომეტრი ბათუმამდე უნდა არბენინონ? დიდთოვლო­ბისას რომ გზა ჩაიკეტოს, რას უპირებენ ადამიანებს? კომპან­ია ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე აკეთებს ეკონომიას - რაიონულ საავადმყოფოებში ოპერაციები ხშირად არ კეთდება, შესა­ბამისად, არ უღირთ რამდ­ენიმე ადგი­ლ­ას­­ ჰქონდეთ ქირურგის მომსახურება. ურჩ­ევნიათ, ყველას ბათუმში მოგ­ვხედონ, თუ, რა თქმა უნდა, იქამდე ცოც­ხლები ჩავაღწევთ. გამოდის, ადამიანთა­ სიცოცხლის დაცვა "ევექსისთვის" რენტაბელური არ არის", - აცხადებს შუახევის გამგებლის მოადგილე  ზვიად დიასამიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპ­ა­ნ­ია„"ევექსმა" 27 აპრილს განაცხადა, რომ  საყო­ველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, კერ­ძოდ, სტაციონარული პროექტებიდან გა­დიოდა და ამიტომ გააუქმა შუახევის საა­ვადმყოფოს სტაციონარული მომსახურება. კლინიკა მხოლოდ ამბულატორიული პრინციპითა და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს იმუშავებს.

"კვირის პალიტრას" ევექსში" განუცხად­ეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ელოდ­ებიან ექსპერტიზის დასრულებას და შემდეგ­ გააკეთებენ კომენტარს. თუმცა,  ჯანდა­ცვის სამინისტროში შეხვედრისას განაცხადეს, რომ პაციენტი თბილისშიც შეიძლებოდა გა­რ­დაცვლილიყო, მაშინაც კი, თუ ყველა ექიმი ადგილზე იქნებოდა...

"კვირის პალიტრა" ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ესაუბრა:
- "ევექსთან" და მის წინამორბედთან­ - "ჩემი ოჯახის კლინიკასთან" 2012 წლიდან  მაქვს დაძაბული ურთიერთობა ("ევექსი" საქართველოში 39 კერძო კლინიკის მფლობელია, მათ შორის "ნიუ ლაიფისაც", რომელიც 2014 წელს ხმაურით დატოვა დირექტორმა, ზაზა სინაურიძემ და სამედიც­ინო პერსონალმა. - ავტ.)­. ვუხსნი,­ რომ ჯანდაცვაში მთავარი ფასეულ­ობა ადამიანის სიცოცხლეა. თავიდან ვდაო­ბდით გაუმ­ართავ სასწრაფო დახმარების სამსახ­ურზე, რომელიც მათ მფლობელობაში­ იყო. რადგან ვერ შევთანხმდით იმ პირობე­ბზე, რაც აუცილებელია სიცოცხლ­ის უზრუნველ­საყოფად, სასწრაფო სამედიცინო დახმარ­ება სახელმწიფოს მართვაში დავიბრუნეთ.
რაც შეეხება რაიონებს, ცხრა რაიონში­ კერძო კომპანიამ არ შეასრულა თავისი მოვ­ალეობა, რის გამოც ჩამოერთვათ მართვის­ უფლება და კლინიკები ჩვენ გადმოვიბარეთ. სხვა რაიონებში კი კერძო მფლობელმა გამოგვიცხადა, ვალდებული არ ვარ, სრული სამედიცინო სერვისები შევინარჩუნოო. ამიტომ გამოვისყიდეთ ის სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც მას უნდა ემართა...

სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს და ველოდებით ექსპერტის დასკვნას, რათა ვერსიების დონეზე არ ვიმსჯელოთ. 

- ფაქტია, ექიმი ადგილზე არ იყო.
- ადგილზე იყო, მაგრამ არა იმ კვალ­იფიკაციისა და სპეციალობის, რომელსაც შეეძლო ამ მდგომარეობის მართვა. 

- "ევექსი" სამედიცინო კლინიკების ყველაზე მსხვილი მფლობელია, მათ შორის, მონოპოლისტია პედიატრიულ კლინიკებში. ხვალ რომ უარი თქვას პედიატრიული სტაციონარული სერვისების მიწოდებაზე, ხართ მზად?
- ამიტომაც ვქმნით საპირწონე კლინ­იკებს, რომლებიც მოსახლეობას დაიცავს კერძო სექტორის გაუთვალ­ისწინებელი გადაწყვეტილებებისგან. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ "ევექსი" ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს. მან პირობა დადო, რომ შუახევში სრულფასოვან მომსახურებას აღადგენს. კერძო კლინიკა ბიზნესის ნაირსახეობაა, მაგ­რამ მფლობელებს უნდა ესმოდეთ, რომ პირველი ღირებულება არა ფული, არამედ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.
უკვე გამოვიყენეთ სწრაფი შედეგის მისაღწევი მოდელი გუდაურში, სადაც დაზია­ნებების მიღების მაღალი რისკები იყო. ორ თვეში ავაშენეთ გადაუდებელი დახმარების კლინიკა. თუ კერძო მფლობელებთან მოლ­აპარაკებით შედეგებს ვერ მივაღწევთ, ძალიან სწრაფად შევქმნით ალტერნატივას. 

- "ევექსი" რეანომობილით აპირებს­ გად­აუდებელი შემთხვევების მართვას. შორ მანძილზე რეანომობილით პაციენტების გადა­ყ­ვანა დიდი რისკი არ არის?
- საომარი მოქმედებების დროსაც კი, ფრონტის ხაზზე უნდა იყოს ადამიანი, ვისაც სისხლდენის შეჩერება და პირველადი დახმარების გაწევა შეეძლება, არათუ რაიონში, სადაც ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა. ასეთი დაგეგმარება არ ჯდება არან­აირ ლოგიკაში. ჯანდაცვა უნდა დააგეგმაროს ამ საქმის­ სპეციალისტმა, ფინანსისტის ლოგიკა კი არ იძლევა კარგ შედეგს. უკვე მზად გვაქვს კერძო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის მოდელის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა. ამის მიხედვით ვაპირებთ თბილისში სამი მსხვილი სამედიცინო დაწესებულების ამუშ­ავებას, რაც დაგვიცავს ზემოთ აღნიშნული რისკებისგან.
tatia
31 მაისი 2015 16:28
vgijdebi am kaczeee.dzalain tavmdabali da patiosani kacia,adamianuri arachveulebrivi da adamianebistvis dzalian bevr rames aketebs.xalxo am ertma kacma ra unda shezlos tu mtavroba gverdshi ar daduga,me piradad dzalian mikavrs es adamiani
მაკა
13 მაისი 2015 22:34
ჯანდაცვის სამინისტროს მაშინ უნდა გამოეფხიკა ყურები, როცა კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე" დატოვეს ცნობილმა და წამყვანმა ექიმებმა, რატომ არ გაერკვნენ სიტუაციაში და არ დაინტერესდნენ მიზეზებით? ან საერთოდაც არ აინტერესებთ როგორ მოხვდა ეს კლინიკა მათ ხელში? ერთადერთი ევროპული კლინიკა იყო საქართველოში და ისიც დაიქცა, კიდებ ბევრს ელის იგივე გზა ევექსის ხელში.
niaaa
13 მაისი 2015 10:46
ბატონო მინისტრო არც ქუთაისის ეროვნულ ცენტრში არის დალხენილი მდგომარეობა, გაუსაძლის და მონურ მდგომარეობაში ყავთ არა მარტო მედ პერსონალი არამედ იქ მოხვედრილი პაციენტებიც. არ არის შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა. პაციენტის მხრიდან არის ძალიან დიდი თანა გადახდები. რომელიც პირდაპირი წესით მიედინება მათ ჯიბეებში. მე ერთი არ გწერთ ამ წერილს ჩემს უკან ასობით მედ პერსონალი დგას და გვინდა ჩვენი გულის ტკივილი გაითვალისწინოთ. ქუთაისის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ალდაგმა იგივე ევექსმა გაანაგდურა გთხოვთ მოგვხედეთ. იმედი გვაქვს რომ მოგვაქცევთ ყურადღებას და 21 საუკუნეში ევექსის მონებად არ დაგვტოვებთ, რომლებსაც ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე. სამი თვის აუღებელი ხელფასები გვაქვს, და როდესაც ხელფასს ვითხოვთ პასუხი უფროსობისგან არის ჯერ სახელწიფოს არ გადმოურიცხია თანხებიო. უმორჩილესად გთხოვთ მოგვაქციეთ ყურადღება ქუთაისის ეროვნულ სამედიცინო ცენტრსაც. მადლობა

რედაქტორის რჩევით