ჭორფლის მოსაშორებელი ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებები
27-07-2015
ჭორფლის მოსაშორებელი ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებები
ბოლო დროს ჭორფლი მოხშირდა კიდეც და სხვათა შორის, მოდურიც გახდა. თუმცა, თუ მაინც გაწუხებთ და მისი მოცილება გინდათ, განსაკუთრებით - გაზაფხულსა და ზაფხულში, არსებობს გამოცდილი ხალხური საშუალებები, რომლებითაც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები ებრძოდნენ ამ პრობლემას.

ჭორფლი ღიავდება, თუ სახეს რეგულარულად ჩამოიბანთ რძის შრატით ან დღეში რამდენჯერმე წაისვამთ კიტრის წვენს (სახე ამ შემთხვევაში არ უნდა ჩამოიბანოთ). ჭორფლს აღიავებს აგრეთვე მარწყვი და პომიდორი. ისინი უნდა დაიდოთ სახეზე და 20-25 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ
ცაცხვის ნაყენით (ერთი სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალზე).
ჭორფლს აღიავებს ოხრახუშის წვენი, რომელიც შემდეგნაირად უნდა დააყენოთ: ერთ პატარა კონა წვრილად დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. როცა შეგრილდება, გაწურეთ და წაისვით ჭორფლიან ადგილებზე.

ჭორფლს აშორებს წყალბადის ზეჟანგი. ამისათვის ორი სუფრის კოვზ სამპროცენტიან წყალბადის
ზეჟანგს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი. მიღებული მასა წაისვით სახეზე. როცა გაშრება, ჩამოიბანეთ ლიმონის წვენით გაზავებული წყლით (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ერთ ლიტრ წყალზე).

თუ ჭორფლი ძალიან მუქია, დილა-საღამოს კანზე უნდა წაისვათ სტაფილოს წვენი. გაშრობის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ რძიანი წყლით (ერთი სუფრის კოვზი რძე ერთ ჭიქა წყალზე).

იმისთვის, რომ მიიღოთ შესამჩნევი შედეგი, ზემოთ აღწერილი პროცედურები უნდა შეასრულოთ რეგულარულად, დიდი ხნის განმავლობაში. ასეთივე წესებით შეგიძლიათ მოიშოროთ ყვრიმალებსა და ლოყებზე გაჩენილი მოყვითალო ან მუქი-ყავისფერი ლაქები.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით