ზაფხულის სიცხესთან გამკლავების 5 საშუალება
ზაფხულის სიცხესთან გამკლავების 5 საშუალება
იმისათვის, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში არ დაკარგოთ ენერგია და მიიღოთ მეტი სიამოვნება, გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი რჩევა:

1. მზის დაკვრა რომ არ მიიღოთ, თავი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ამისათვის დაიხურეთ ქუდი ან თავსაფარი.

2. ნუ მიეძალებით ტკბილ, ჩაცივებულ გაზიან სასმელებს, რადგანაც ეს საზიანოა ორგანიზმისთვის. წყლის ბალანსის დასაცავად სასურველია, წყალი დალიოთ, ვიდრე მოგწყურდებათ. ამიტომ იქონიეთ ბოთლით წყალი. ფიზიკური დატვირთვისას რეკომენდებულია წყლის დალევა დატვირთვამდე, დატვირთვის პროცესში და მის შემდეგაც. სჯობს სვათ ხისტი წყალი,
რადგანაც ის უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს და სხვა ელექტროლიტებს, რომლებიც ოფლთან ერთად გამოდის ორგანიზმიდან. ზრდასრული ადამიანი დღეში უნდა სვამდეს 2 ლ წყალს. ეს ის მინიმუმია, რომელიც ორგანიზმს დაკარგული წყლისა და მინერალური ნივთიერებების აღდგენის საშუალებას აძლევს.
არ მიიღოთ კოფეინის ჭარბად შემცველი სასმელები. ის, ისევე­ როგორც ალკოჰოლი,
გაუწყ­ლო­ებას აჩქარებს. დაბოლოს, წყალი­ შეიძლება შეცვალოს წყლისშემცველმა ხილმა და ბოსტნეულმა,­ მაგალითად, კიტრმა, რითაც მიიღებთ ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დამატებით ულუფას. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ მწვანე და პიტნის ჩაი, ბურახი. გერმანელი სპეციალისტები გვირჩევენ, სიცხეში უარი ვთქვათ ცივ ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზეც.

3. ტანსაცმლის სწორად შერჩევა. დროებით უარი თქვით მუქ ფერებზე. უმჯობესია ჩაიცვათ ნატურალური ქსოვილის, თავისუფალი თარგით შეკერილი მოხერხებული ტანსაცმელი.
მართალია, ამ სეზონზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია მოდური, მაგრამ გირჩევთ, დაინდოთ ვენები. საყოველდღეოდ შეარჩიეთ მსუბუქი და ელეგანტური საბო ან ღია ფეხსაცმელი, რომელიც რომანტიკულობის იერს მიანიჭებს თქვენს ჩაცმულობას.

4. ყურადღება მიაქციეთ რაციონს. დროებით უარი თქვით­ ცხელ, ცხიმიან და მარილიან საკვებზე. მოამზადეთ მსუბუქი, უცხიმო წვნიანი კერძები. ზაფხულში სჯობს მიირთვათ ახალი ბოსტნეულის გარნირიანი მოხარშული ხორცი და თევზი. კარგია გრილზე მომზადებული კერძები, რადგანაც უცხიმოდ იწვება და გემოც სასიამოვნო აქვს. თავი შეიკავეთ ნამცხვრებისგან და ის ხილით ჩაანაცვლეთ.

5. ცხელ ამინდში უნდა გავითვალისწინოთ თავის მოვლის ელემენტარული წესები: დაღლილობას სწრაფად მოგიხსნით და გაგახალისებთ გრილი შხაპი. ერიდეთ აბაზანის მიღებას, ინტენსიურ ვარჯიშს და მძიმე ფიზიკურ სამუშაოს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქვედა კიდურებს. ცხელ დღეებში ფეხები ხშირად შუპდება, სივდება. ამ შემთხვევაში გვიშველის კონტრასტული შხაპი. საღამოობით ფეხებისთვის კარგი იქნება ზღვის მარილისა და პიტნის 15-20 წუთიანი აბაზანა.
რაც შეეხება კოსმეტიკას: უპირატესობა მიანიჭეთ არამკვეთრ ტონებს და სპეციალურად ზაფხულის კოსმეტიკური ხაზის მწარმოებელთა ნაწარმს. ყოველთვის თან იქონიეთ სველი ხელსახოცები. თვალებისთვის გამოიყენოთ მიკროკრისტალური ცვილით დამზადებული ფანქარი, წყალგამძლე ტუში, პომადის ნაცვლად იხმარეთ ტუჩის მბზინავი საცხი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

ხვანჭკარა
750 მლ
წითელი ნახევრად ტკბილი
დუგლაძეების ღვინის კომპანია /
2014 წ
41.95
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები