"ავერსის კლინიკა": უახლესი სიტყვა პლასტიკურ ქირურგიაში - კვირის პალიტრა

"ავერსის კლინიკა": უახლესი სიტყვა პლასტიკურ ქირურგიაში

პლასტიკური ქირურგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიული დარგია. საუკეთესო შედეგისთვის საჭიროა არა მხოლოდ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და აპარატურა, არამედ ქირურგის გამოცდილება, ცოდნა და, თქვენ წარმოიდგინეთ, შემოქმედებითი უნარიც კი. პლასტიკური ქირურგი ექიმიც არის და იმავდროულად ხელოვანიც.

"ავერსის კლინიკაში" კი კვალიფიციურ კადრებსა და უახლეს ტექნოლოგიებს პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. კლინიკა თანამედროვე სტანდარტზეა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა სწორედ საუკეთესო აღჭურვილობაა, მედპერსონალი კი რამდენიმესაფეხურიანი ტესტირების შედეგად არის შერჩეული. კადრების შერჩევისას "ავერსის" ხელმძღვანელობა უპირატესობას ყველაზე გამოცდილ, კვალიფიციურ სპეციალისტებს ანიჭებს. სწორედ გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის დამსახურებაა, რომ "ავერსის კლინიკის" პლასტიკური ქირურგი უნიკალურ ოპერაციებს ატარებს.

ვესაუბრეთ "ავერსის კლინიკის" პლასტიკურ ქირურგს ვახტანგ პეტრიაშვილს, რომელიც თავის სპეციალობას წლების განმავლობაში გერმანიის წამყვან კლინიკებში ეუფლებოდა:

KvirisPalitra.Ge

- ჩვენს კლინიკაში საუკეთესო პირობებია საიმისოდ, რომ ოპერაციები უმაღლეს დონეზე შესრულდეს და ჩვენი მომსახურებით პაციენტი კმაყოფილი დარჩეს. საოპერაციო აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და სამედიცინო ინსტრუმენტებით. მაგალითად: ლიპოსაქციისთვის, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, "ავერსის კლინიკა" Politech-ის გერმანულ კანულებს (გამწოვ ჩხირებს) იყენებს, რომლის დიამეტრი 4 მმ-ს არ აღემატება. რაც უფრო წვრილია ჩხირი, მით უფრო ნაკლებად ტრავმულია ოპერაცია. ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციებია მუცლის პლასტიკა და ცხვირის კორექცია. ასევე ხშირად კეთდება ოპერაციები იღლიის ფოსოში ოფლიანობის შესამცირებლად. ჯირკვლების ამოკვეთა მოძველებული მეთოდია - ჩვენ აქსილარული კიურეტაჟის მეთოდს ვიყენებთ და უკვე არაერთი წარმატებული ოპერაციაც ჩავატარეთ.

- რა უპირატესობა აქვს ოფლიანობის შემცირების ამ მეთოდს?

- აღნიშნული მეთოდის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ კეთდება მხოლოდ ნახევარსანტიმეტრიანი განაკვეთი. რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს და პაციენტი ჩვეულ რიტმს მეორე დღესვე უბრუნდება. ეს სრულიად უსაფრთხო და ეფექტური ოპერაციაა. კიურეტაჟის ეფექტი რამდენიმე წელი გრძელდება, თანაც ამ ოპერაციის შემდეგ საოფლე ჯირკვლის ფუნქცია ბოლომდე აღარ აღდგება, ე.ი. ოფლიანობა საწყის ნიშნულს არ უბრუნდება. ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შეგვიძლია შევთავაზოთ ამ პრობლემის ოპერაციის გარეშე მოგვარებაც - ბოტოქსის ინიექციის საშუალებით, მაგრამ აღნიშნული მეთოდის მოქმედების ხანგრძლივობა 4-6 თვეა და აქსილარული კიურეტაჟის მეთოდთან შედარებით ძვირად ღირებული პროცედურაა.

- რა ღირს ასეთი ოპერაცია?

- ქირურგიული მანიპულაციის ღირებულება 400 ლარია. ამას ემატება წინასაოპერაციო გამოკვლევა, რომელიც "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიაში სრულფასოვნად ტარდება. მოგეხსენებათ, ჩვენი კლინიკის ლაბორატორია საქართველოში საუკეთესოა. აქ ყველა სახის გამოკვლევის ჩატარებაა შესაძლებელი.

- როგორ ხდება კლინიკაში საოპერაციო ინსტრუმენტების სტერილიზაცია?

- "ავერსის კლინიკის" სასტერილიზაციო უნიკალურია. მისი უნიკალურობა მდგომარეობს მოწყობა-დაპროექტებასა და ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვაში. კერძოდ, ჩვენი კლინიკის სასტერილიზაციო აღჭურვილია TUTTNAUER-ის ფირმის (ისრაელი) ავტომატიზებული დანადგარებით. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ლიდერია სასტერილიზაციო აპარატურის წარმოებაში. საოპერაციოში გასტერილებული სამედიცინო ინსტრუმენტები ერთჯერადი შეფუთვით შემოდის.

- ბატონო ვახტანგ, გვესაუბრეთ იმ უნიკალური მიკროქირურგიული ოპერაციების შესახებ, რომლებიც "ავერსის კლინიკაში" მამაკაცის უშვილობის მიზეზების აღმოსაფხვრელად ტარდება.

- ოპერაციები მამაკაცის უშვილობის აღმოსაფხვრელად ტარდება იმ შემთხვევაში, თუ გადატანილი ინფექციების, ანთებების ან ოპერაციების შედეგად სპერმის გამომტანი სადინარები იკეტება. ასეთ დროს სათესლე ჯირკვლებში სპერმატოზოიდები გამომუშავდება, თუმცა გამომტანი სადინრების ჩაკეტვის გამო მათი გამოსვლა ბლოკირებულია. სწორედ ამ შემთხვევაში კეთდება ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება სადინარების გამავლობის აღდგენა. ოპერაციის დროს აღებული სპერმატოზოიდი შეიძლება ხელოვნური განაყოფიერებისთვის გამოვიყენოთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჯერ არ გვქონია შემთხვევა, სადინარის მთლიანობა ვერ აღგვედგინა. ეს ოპერაცია გაცილებით იაფია, ვიდრე ხელოვნური განაყოფიერება.

"ავერსის კლინიკის" პლასტიკური ქირურგიის სამსახური ასევე გთავაზობთ: ნაწიბურების კორექციას, ნაოჭების საწინააღმდეგოდ ბოტოქსის ინიექციებს, მუცლის ფორმის კორექციას, სახის დაჭიმვას და ყველა იმ პროცედურასა თუ ოპერაციას, რაც კი თანამედროვე ევროპულ კლინიკებში ტარდება. გაითვალისწინეთ, რომ "ავერსის კლინიკაში" პირველადი ვიზიტი პლასტიკურ ქირურგთან უფასოა. R