მარტივი რჩევები კომპიუტერთან მუშაობისას
24-08-2015
მარტივი რჩევები  კომპიუტერთან მუშაობისას
უკანასკნელ დროს გახშირდა კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული თვალის დაღლის სინდრომი. ის საკმაოდ მნიშვნელოვანი დისკომფორტის მომტანია: სიმშრალე, თვალებში ქვიშის შეგრძნება, სიწითლე, ტკივილი, გამოსახულების ბუნდოვანება. ეს ყველაფერი აღმოცენდება სამი ძირითადი მიზეზის გამო.

1. მონიტორის ცქერისას იშვიათად ვახამხამებთ თვალს, რაც იწვევს თვალის არასაკმარის დატენიანებას.
2. როდესაც რამდენიმე საათი თვალს ვაყოლებთ ეკრანს, ვითარდება კუნთური დაღლილობა.
3. მონიტორი სინათლის წყაროა, რომელიც აღიზიანებს თვალს.­
გარკვეული მარტივი რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია თვალის დისკომფორტის შერბილება ან მოხსნაც კი.

სამუშაო ადგილი
მხედველობის დაღლილობის პროფილაქტიკა უნდა დავიწყოთ სამუშაო ადგილის მოწყობით. მნიშვნელოვანია, სწორად განვათავსოთ მონიტორი, რომელიც თვალებიდან 80 სმ, ანუ გაშლილი ხელის მანძილზე უნდა იყოს. როდესაც ახლოს განთავსებულ საგნებს ვუმზერთ, თვალის კუნთები იძაბება, ხოლო შორს ყურებით, დუნდება. იმისათვის, რომ თვალს მოდუნების საშუალება მივცეთ, ხშირად უნ
და მოვაშოროთ თვალი მონიტორს და გავიხედოთ შორს. ეს რთული არ არის, განსაკუთრებით თუ თქვენი სამუშაო ადგილი ფანჯარასთანაა. თუ ამის საშუალება არ არის, მონიტორის უკან დაკიდეთ რაიმე ლამაზი პეიზაჟი. თვალის მოსადუნებლად დროდადრო თვალი ეკრანიდან გადაიტანეთ და შეხედეთ პოსტერს.
სამუშაო ადგილი უნდა იყოს კარგად განათებულ ოთახში. სინათლის წყაროს კონკრეტულ განთავსებას მნიშვნელობა არა აქვს.

რეჟიმი და ვარჯიში
მნიშვნელოვანი ფაქტორია მუშაობის რეჟიმი. მხედველობა რომ არ გადაგეძაბოთ, იხელმძღვანელეთ ფორმულით -"45/15. 45 წუთი მონიტორთან მუშაობის შემდეგ 15 წუთი შეისვენეთ.
შესვენების დროს არ ღირს წიგნის წაკითხვა ან სმარტფონზე თამაში. ამ 15 წუთის განმავლობაში თვალებმა უნდა დაისვენოს. სასარგებლოა თუ თვალდახუჭული დაჯდებით რამდენიმე წუთი. იდეალურია, თუ გააკეთებთ თვალის ვარჯიშებს: თვალები ამოძრავეთ მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ-ქვემოთ, დიაგონალზე, მორიგეობით მოახდინეთ მხედველობის ფოკუსირება შორ და ახლო ობიექტებზე. სათვალე ვარჯიშის დროს სჯობს მოიხსნათ.
გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიში ნაჩვენებია მხოლოდ ჯანმრთელი თვალისთვის. ოფთალმოლოგიური დაავადებების დროს კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

წვეთები და პრეპარატები
მხედველობის დაღლილობის სინდრომის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს - საცრემლე აპკის შემადგენლობის რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი დარღვევის გამო რქოვანას გამოშრობას წინ შეიძლება აღუდგეს თვალის წვეთები, ე.წ. ცრემლის შემცვლელები. ისინი­ ატენიანებენ რქოვანას, ხსნი­ან ქავილსა და წვას.

არ დაგავიწყდეთ, მიმართოთ ექიმს

ყველამ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც კომპიუტერთან უწევთ ხანგრძლივად მუშაობა, წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ თვალის პროფილაქტიკური გასინჯვა. 30 წლის ზემოთ კი ყოველწლიური ვიზიტის დროს, უნდა გაიზომოს თვალშიდა წნევა.
ჩივილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თვალის სიჯანსაღე პროფესიული წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ ის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
tvalis kuntis gazliereba
27 აგვისტო 2015 14:02
თვალის ჩინს მარტლა დაგიბრუნებტ
ტვალის ტრიალი/ხამხამი რეგულარულად კომპტან ჯდომისას ეს აუცილებელია რომ ჩემსავიტ -4 არ გაგიხდეტ

ასევე
სუფტა 100% ტაფლს დაუმატეტ გაციებული ანადუღარუ წყალი და პიპეტკიტ იწვეტეტ დრეში დილას საღამოს 2-3 წვეტი(ჰიგიენურად უნდა გააკეტოტ), შეამჩნევტ ტვალის ჩინის მომატებას და ტუ ხამხამტან ერტად აკეტებტ ორმაგად მალე ნახავტ სედეგს

მე 1 ტვეში 1იტ გამიუმჯობესდა და შედეგს დავდებ , ტქვენც იგივე გააკეტეტ

რედაქტორის რჩევით